Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის” – რას აცხადებს ინფექციონისტი

July 28, 2023
,,საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის” – რას აცხადებს ინფექციონისტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გაზიანი სასმელების შესახებ არსებულ მითს ეხმიანება. მისი თქმით, გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში:

,,ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს აკეთებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული მინერალური წყალი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე იმაშია, რომ გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელებში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკების, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს. არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან გონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები,” – აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

 

წყარო: momsedu.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას – ნახეთ პროგნოზი
  • 7 ტაილანდელ ქალს, თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა
  • მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, მელიას პატიმრობა შეეფარდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge