Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“განსაცდელია თუ ბედნიერება როცა შენს გულთან ვიღაცის პაწაწინა გულისცემას გრძნობ?” – მაკა რაზმაძე მიტოვებულ ჩვილზე

July 28, 2023
“განსაცდელია თუ ბედნიერება როცა შენს გულთან ვიღაცის პაწაწინა გულისცემას გრძნობ?” – მაკა რაზმაძე მიტოვებულ ჩვილზე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სამშობიაროში 3 დღის ჩვილის მიტოვებას ვრცელი და ემოციური პოსტით ეხმიანება.

„დიდი კამათია ახლა ვინ უფრო საჭიროებს სოლიდარობას და მხარდაჭერას – მიტოვებული პატარა, რომელიც სულ მარტო დარჩა და გულშემატკივარიც არავინ ჰყავს გვერდით, რომელიც გაიზრდება და სხვა მასავით მიტოვებული ბავშვებივით ძებნას დაუწყებს ისევ იმათ, ვინც მიატოვა და ისევ ისინი მოენატრება ვინც მისი სისხლია… თუ დედა, რომელსაც ალბათ სიყვარული ეგონა, ენდო და იმედი ჰქონდა მისი პარტნიორის, დაიჯერა მისი დაფიცებები და „შენს გარეშე არაფერი მინდა“… მერე კი მარტო აღმოჩნდა დიდი განსაცდელის წინაშე-იმის წინაშე რომ მის ირგვლივ ყველა გაიგებდა როგორ მოატყუეს, როგორ გააბითურეს მისი გრძნობები და როგორ აღმოჩნდა ის ყველაფერი, რისაც მას სჯეროდა ფარისევლობა და ტყუილი. განსაცდელია თუ ბედნიერება როცა შენს გულთან ვიღაცის პაწაწინა გულისცემას გრძნობ? რომელი რეპუტაცია და რომელი „პატიოსნის სახელი“ ღირს ამის დათმობად? და მაინც თმობენ…

მგონია რომ ეს მაინც უფრო მეტად ჩვენი ბრალია, საზოგადოების რომელსაც ციციკორესავით ყველაფერი თავისი ცხვირის ჩასაყოფი ჰგონია. საზოგადოების, რომელიც უკვე 21-ე საუკუნეში ცხოვრობს, მაგრამ შუა საუკუნეების ყალბ და ფარისევლურ მენტალობას ვერ თმობს

სადაც „გაკერილი ქალიშვილობით“  დაწყებული ოჯახი უფრო „მოსულა“ ვიდრე პატიოსნად ნათქვამი სიმართლის პატიება. სადაც მამაკაცებს ქალის მოტყუება რაღაც პრივილეგია და „კაი ტიპობა“ ჰგონიათ და სატრაბახოდ აქვთ ყველაზე სამარცხვინო საქციელი-უმწეოს მოტყუება და დაღუპვა… ამას მოვერევით როდისმე?

ჩემთვის გმირები არიან ის გოგოები ვინც დაგიკიდათ, ასეთი საზოგადოების ნაწილი და საკუთარი გადაწყვეტილება ბოლომდე გაიტანა.

ე.წ. „სრულყოფილი ოჯახი“ ძალიან კარგია, კი ბატონო მაგრამ სადაც შვილი და ბავშვია, ყველა სრულყოფილი და ულამაზესი ოჯახია და როცა ამას მივხვდებით და ამის გამო აღარავის ჩავქოლავთ, იქნებ მაშინ მაინც შევდგეთ ნამდილ საზოგადოებად! მანამდე კი გინდა პოლიტიკოსებს ვაბრალოთ, გინდა სხვა ქვეყნებს და გინდა ეშმაკს, მაინც არაფერი გვეშველება!!“, – წერს მაკა რაზმაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge