Monday, June 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დადგებიან ხოლმე ჩემი ხნის კაცები და ასეთი სიცხეები ჩვენ მხარეს არ ახსოვსო… მე მკითხეთ, ისეთი პაპანაქებები ყოფილა, რომ… ” – როგორ ებრძოდნენს სიცხეებს გასულ საუკუნეში თბილისელები: რას წერს ზაალ სამადაშვილი

July 28, 2023
“დადგებიან ხოლმე ჩემი ხნის კაცები და ასეთი სიცხეები ჩვენ მხარეს არ ახსოვსო… მე მკითხეთ, ისეთი პაპანაქებები ყოფილა, რომ… ” – როგორ ებრძოდნენს სიცხეებს გასულ საუკუნეში თბილისელები: რას წერს ზაალ სამადაშვილი

მწე­რა­ლი ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლი ცხელ ზა­ფხულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს და იხ­სე­ნებს მისი ახალ­გაზ­რდო­ბის პე­რი­ოდს, რო­გორ ებ­რძოდ­ნენ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში სი­ცხე­ებს თბი­ლის­ში.

“დად­გე­ბი­ან ხოლ­მე ჩემი ხნის კა­ცე­ბი და და­ი­წყე­ბენ ლა­პა­რაკს – ასე­თი წვი­მა, ასე­თი ქარი, ასე­თი სი­ცხე­ე­ბი ჩვენ მხა­რეს არ ახ­სოვ­სო და ნათ­ქვა­მის გა­სამ­ყა­რებ­ლად თა­ვი­ანთ ასაკს მო­იშ­ვე­ლი­ე­ბენ – ამ­დე­ნი წლი­სა მო­ვი­ყა­რე და ამ­გვარ რა­მეს არ მოვსწრე­ბი­ვა­რო. არა­და, რამ­დე­ნი ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გა­დაგ­ვი­ტა­ნია – მე მკი­თხეთ.ძა­ლი­ან ბევ­რი…

ისე­თი პა­პა­ნა­ქე­ბე­ბი ყო­ფი­ლა, რომ თა­კა­რა მზის­გან დარ­ბი­ლე­ბულ ას­ფალ­ტში ფეხი ჩამ­ფლო­ბია; ლო­გინ­ში ჩა­წო­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი რომ გამ­ხდა­რა, ღა­მის გა­სა­თე­ვად დე­დებს ია­ტაკ­ზე და­უ­ფე­ნი­ათ თხე­ლი ლე­ი­ბე­ბი. რო­გორ ვგრილ­დე­ბო­დით? ვენ­ტი­ლა­ტო­რე­ბი მა­ში­ნაც იყი­დე­ბო­და, ოღონდ ახ­ლან­დე­ლე­ბის­გან დი­დად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი – უშ­ნო­ე­ბი და ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი. წყალ­შიც ვჭყუმ­პა­ლა­ობ­დით, ერთი-ორი მრგვა­ლა­უ­ზი­ა­ნი შად­რე­ვა­ნი თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში გვე­გუ­ლე­ბო­და. წუ­წა­ო­ბის­თვის ეზოს ონ­კა­ნე­ბი იყო მის­წრე­ბა, მო­უშ­ვებ­დი წყალს, მი­ა­ჭერ­დი ხე­ლის­გულს მოხ­რი­ლი მი­ლის ბო­ლოს და “მორ­წყავ­დი” შო­რი­ახ­ლოს მყო­ფებს. კი­დევ, ცივი ლი­მო­ნა­თი – მუქი წი­თე­ლი “კრემ-სოდა”, ღია ქარ­ვის­ფე­რი “ლი­მო­ნი” და წყა­როს წყა­ლი­ვით კრი­ა­ლა “სიტ­რო”. და, რა თქმა უნდა, ნა­ყი­ნი – უბ­რა­ლო, ათ­კა­პი­კი­ა­ნი “ნა­ღე­ბის” ბრი­კე­ტი, შო­კო­ლა­დის გარ­სი­ა­ნი თხუთ­მეტ­კა­პი­კი­ა­ნი “ეს­კი­მო” და ვაფლში ჩას­მუ­ლი “ჭი­ქის”.

ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი “ჭი­ქის” ნა­ყი­ნი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე, ცნო­ბილ სა­შა­ქარ­ლა­მოს­თან იყი­დე­ბო­და. გამ­ყიდ­ველს, შუ­ახ­ნის ქალს, რო­მე­ლიც მუ­დამ ღი­მი­ლით ით­ვლი­და ჩვენ მიერ გაწ­ვდილ, მუჭ­ში დიდ­ხანს ჭე­რის­გან გა­ოფ­ლილ მო­ნე­ტებს, ქრის­ტი­ნე ერ­ქვა. თა­ვის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია მის­გან მაქვს მოს­მე­ნი­ლი, ვი­ღა­ცას უყ­ვე­ბო­და: “მე რომ და­ვი­ბა­დე იმ დროს, ბავ­შვებს რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ქა­ლე­ბის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ან რო­ზას არ­ქმევ­დნენ, ან კლა­რა­სო… ქრის­ტი­ნეს უფრთხოდ­ნენ, ვერ ჰგუ­ობ­დნე­ნო… სკო­ლა­შიც და მე­რეც, მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, აქ­ტი­უ­რი კომ­კავ­შირ­ლე­ბი სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ – სა­ხე­ლი გა­მო­იც­ვა­ლეო… მე კი­დევ, მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და პა­სუ­ხი და ვე­უბ­ნე­ბო­დი – ეს სა­ხე­ლი მუ­შა­თა და გლეხ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი მწერ­ლის, ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის გმი­რის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ და­მარ­ქვეს და რო­გორ შე­ვე­ლიო- მეთ­ქი… არამ­კი­თხე­ე­ბის­თვის ეს სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი და სა­ბუ­თი იყო, თავს მა­ნე­ბებ­დნე­ნო…”

კე­თი­ლი ქალი გახ­ლდათ ქრის­ტი­ნე დე­ი­და, მა­ნე­თი რომ ვერ შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა და რამ­დე­ნი­მე, თუნ­დაც ათი კა­პი­კი დაგ­ვკლე­ბო­და, მა­ინც გვაძ­ლევ­და ხუთ ნა­ყინს.” – წერს სა­მა­დაშ­ვი­ლი

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს იყო ესკალაციის საფრთხე” – რას აცხადებს ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით
  • “არ მინდა, საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ” – გია ვოლსკი
  • ისრაელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – განახლებული მონაცემები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge