Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გინეკოლოგი, რომელმაც სამშობიაროში მიტოვებულ ჩვილზე ინფორმაცია გაავრცელა, მომხდარის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

July 27, 2023
გინეკოლოგი, რომელმაც სამშობიაროში მიტოვებულ ჩვილზე ინფორმაცია გაავრცელა, მომხდარის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი, დიანა ხონელიძე, რომელმაც სამშობიაროში მიტოვებულ ჩვილზე თავდაპირველი ინფორმაცია გაავრცელა, მომხდარის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

“თუ რამეს არ იტყვი ის არ იარსებებს? თუ რამეზე თვალს დახუჭავ, თავისით მოგვარდება? არა, უბრალოდ ჩვენ არ შეგვეხება. ტოლერანტობა მოდურია დღეს, თუმცა ასევე მოდურია ყვირილი იმაზე “სად იყო ყველა ამ დროს” .
ამ საკითხის მიმართ არასოდეს ვყოფილვარ გულგრილი. ყოველთვის მაქვს მწვავე რეაქცია. ყოველთვის ვცდილობ გადავაფიქრებინო, შევთავაზო სხვა ვარიანტი. 17 წლის მანძილზე 4 ჯერ მოვახერხე ეს და ბედნიერი ვარ ამით. და ვეცდები ყოველთვის, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
შემდეგ ვიღაცამ ჩათვალა, რომ დედა ბულინგის მსხვერპლია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვინაობა არავინ იცის, მაინც დაჩაგრავენ და ქარმა სხვა მიმართულებით დაუბერა. ავიტაცეთ, შევწუხდით ამით, მოვიშველიეთ ქალთა უფლებები, ქრისტიანობა, უსახსრობა, უქმრობა, მთავრობის უვარგისობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით გავუგეთ…
ჩემი აზრით, ამ ისტორიის მთავარი მხვერპლი ბავშვია, რომელიც მარტო დარჩა და წინ ძალიან რთული და დიდი გზა აქვს. რომელსაც არჩევანი არ ჰქონდა მისი დედისგან განსხვავებით.
არ იცოდით, რომ ასეთი სიხშირე ჰქონდა ამ ამბავს? ახლა იცით.
იცოდით და ეგუებოდით? გაატარეთ ჩვეულებრივ. არავის უფლებები დარღვეულა. აბსურდია ეს. (ა. არ არიან იდენტიფიცირებული პიროვნებები, ბ. არ ჩანს არასრულწლოვანის სახე, გ. არ არის აღწერილი ჯანმრთელობის მდგომარება) მორალზე კიდე შეგვიძლია უსასრულოდ ვილაპარაკოთ და მაინც ყველას მისი დაგვრჩება.
კარგია თუ ამ კომენტარების მერე, რამოდენიმე ოჯახში მაინც ქალიშვილთან ისაუბრებენ ფასეულობებზე, მეზობლების აზრის მეორეხარისხოვნებაზე. კარგია თუ მამაკაცები გაიზიარებენ ორსულობის არსებობის პასუცისმგებლობას და საკუთარ როლს ამ ამბავში (კომენტარები ბევრი იყო ამაზე). კარგია თუ ამაყი ქართველი ძმები წარმოიდგენენ თავის დებს ამ მდგომარეობაში და ისევე გაგებით მოეკიდებიან მას, როგორც ამას კომენტარებში წერდნენ.
კარგია თუ ერთი ქალი მაინც გადაიფიქრებს შვილის დატოვებას, როცა საზოგადოების ასეთ რეაქციას ნახავს.” – წერს დიანა ხონელიძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წოდორეთში ავარიის შედეგად მოტოს მძღოლი დაიღუპა
  • მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
  • ავარია თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზაზე – რა ვითარებაა ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge