Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მშობიარობის შემდგომ დეპრესიას მამებიც განიცდიან: “პირველი სიმპტომები ბავშვის დაბადებიდან 3-6 თვის შემდეგ ჩნდება”

July 26, 2023
მშობიარობის შემდგომ დეპრესიას მამებიც განიცდიან: “პირველი სიმპტომები ბავშვის დაბადებიდან 3-6 თვის შემდეგ ჩნდება”

გაგიკვირდებათ და მშობიარობის შემდგომი დეპრესია მამაკაცებსაც ახასიათებთ. ამ დიაგნოზის შესახებ საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ 2017 წელს შვედმა მეცნიერებმა 447 მამას შორის ჩაატარეს კვლევა და მათგან 28%-მა აღნიშნა დეპრესიის გარკვეული ნიშნები. ყველაზე ხშირად, პირველი სიმპტომები ბავშვის დაბადებიდან 3-6 თვის შემდეგ ჩნდება, მაგრამ მამაკაცებში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზები დიდი ხანი საიდუმლოდ რჩებოდა.

თუ ქალები ორსულობის და ბავშვის დაბადების შემდეგ დროს ჰორმონალურ ცვლილებებს განიცდიან, ეს მიზეზი არ უნდა იყოს მამაკაცებში. მაგრამ ცოტა ხნის წინ, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა მამებში ტესტოსტერონის დონე იკლებს და ეს მართალია, შვილზე მიჯაჭვულობას ზრდის, თუმცა დეპრესიულ მდგომარეობამდე მიჰყავს.

ახლახან კი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევარები მივიდნენ ახალ დასკვნამდე, თუ რატომ აქვთ მამაკაცებს დეპრესიის სიმპტომები ბავშვის გაჩენის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ოჯახის სარჩენად გაზრდილი შრომა არ არის.

მეცნიერებმა 90 000 მამაკაცის სამედიცინო ჩანაწერი გააანალიზეს, რომლებსაც შვილები გასულ წელს შეეძინათ და შეადარეს მათ, ვინც არასდროს გამხდარა მამა. ექსპერტებმა ერთი კავშირი შენიშნეს: მათ, ვისაც არასდროს ჰქონია დეპრესია შვილების გაჩენამდე, არც მას შემდეგ დამართიათ, რაც მამები გახდნენ.

სამაგიეროდ ისინი, ვისაც ერთხელ მაინც დაულევია ანტიდეპრესანტები ექიმის დანიშნულებით, ბავშვის დაბადების შემდეგ, უფრო ხშირად ბრუნდებოდნენ რეცეპტისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მეტად განიცდიან დეპრესიის სიმპტომებს. უბრალოდ, ძველი პრობლემა უმწვავდებათ და რეციდივი აქვთ.

„სავარაუდოდ, ეს მამაკაცები უკეთ ცნობენ სიმპტომებს და მკურნალობას იწყებენ. საბოლოო შედეგი კი, რაც ჩვენ რეალურად ვნახეთ, არის ის, რომ მამის მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ გემუქრებათ, თუ არ ხართ დეპრესიისკენ მიდრეკილი. მაგრამ ბავშვის გაჩენა მაინც შეიძლება ზოგიერთი მამაკაცისთვის „ბოლო წვეთი“ , გამშვები მექანიზმი აღმოჩნდეს დეპრესიისკენ“, – განუცხადა Daily Mail-ს კვლევის ავტორმა ირინე პეტერსენმა.

85,690 მამაკაციდან, რომლებსაც არასდროს მიუღიათ ანტიდეპრესანტები, მხოლოდ მხოლოდ 2%-ს დასჭირდა ისინი შვილის გაჩენის შემდეგ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია უფრო ხშირია იმ მამებში, ვისაც აქვს მიდრეკილება ან წარსულში ჰქონია დეპრესიის მსგავსი ეპიზოდები. რა თქმა უნდა, ცხოვრების წესის შეცვლა: უძილობა, ზედმეტი შრომა, პასუხისმგებლობა არა მარტო ცოლის, არამედ ბავშვის მიმართ – აისახება მამაკაცის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 

წყარო: mshoblebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს ტრამპის გადასაწყვეტია!“ – რას აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ?
  • „ბედნიერი ვარ; ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები…“ – რას ამბობს მამუკა ხაზარაძე?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge