ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანა ავტობუსის მოსაცდელში შევარდა.
თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც მოსაცდელში იჯდა. მას ნამსხვრევებმა ხელი დაუზიანა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.

წყარო: “ბათუმელები”
