პოპულარული ტელეწამყვანი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 22 წელი შესრულდა.
გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“.
გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო. მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.