როგორ გადაარჩინა ლაშა-გიორგიმ თამარის დაარსებული ტრაპიზონი
1214 წელს ტრაპიზონის პატარა იმპერიას დიდი საფრთხე დაემუქრა, სულთანმა ეზზ ედ დინმა დაამარცხა ალექსი კომნენოსი და წაართვა ყველაზე მდიდარი ქალაქი – სინოპი.
დღედღეზე ძლიერი სულთანი მთლიანად შთანთქავდა ტრაპიზონს. მეფე თამარი უკვე გარდაცვლილი იყო… მაგრამ სწორედ ამ დროს ლაშა-გიორგიმ გაილაშქრა თურქთა წინააღმდეგ და დედამისის დაარსებული სახელმწიფო გადაარჩინა.
ლეო გალიბერტი წერს: “საბედნიეროდ, ახალგაზრდა იმპერატორი (იგულისხმება ალექსი კომნენოსი) იხსნა ქართველთა გააქტიურებამ, რომლებიც აზიაში საუკეთესო მეომრები არიან…”
ლაშა-გიორგი დაემუქრა სულთანს, რომ ხელი არ ეხლო ტრაპიზონისთვის, პასუხი ასეთი იყო:
სულთან ეზზ ედ დინ ქაჲქავუსის პასუხი:
“აბხაზის პატრონს – მივიღე უზენაესი ბრძანება თქვენი… უდიდესი მეფისა; აღზევებული ხელმწიფისა; უმოწყალესი კეისრისა; სახელგანთქმული დიდგვაროვნისა; ძლევამოსილი მართლმსაჯულისა; ქვეყნიერებისა და სახელმწიფოს სიდიადისა; ქრისტესმოსავთა შემწისა და იესოს მიმდევართა მფარველისა; კეისართა მძლეველისა; გოლიათთა მმუსვრელისა; ჯვრის დიდებული მცველისა (ანუ ჯვაროსნისა – ბ. ჭ. ); ქრისტიანთა თავშესაფარი მღვიმისა; ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; ტახტთა და გვირგვინთ მემკვიდრეობით მპყრობელისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის გვირგვინოსნისა; ქრისტეს სარწმუნოების მცველისა; აბხაზის, შაქის, ალანის და რუსის (ტმუტარაკანის რუსული სამთავრო – ბ.ჭ.) მეფეთა-მეფისა; მესიის თანაშემწისა;