წიწიბურას დიეტა ცნობილია, როგორც ყველაზე მსუბუქი და ეფექტური დიეტა. მისი მონელება დიდხანს მიმდინარეობს, ამიტომ შიმშილის გრძნობაც არ შეგაწუხებთ. ამასთან, ეს პროდუქტი ორგანიზმს დიდ ენერგეტიკულ მარაგს აძლევს. წიწიბურა შეიცავს B და P ჯგუფის ვიტამინებს, იოდს, ფოსფორს, რკინას, კალიუმს და მაგნიუმს. ამიტომ, დიეტოლოგები მის გამოყენებას გვირჩევენ.
ერთ ჭიქა წიწიბურას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური ქვაბს და შეფუთეთ. დატოვეთ ასე მთელი ღამე. არ მოხარშოთ!
მიირთვით მარილის და ცხიმის გარეშე, რამდენჯერაც მოგშივდებათ. ბოლო მიღება – დაძინებამდე 4 სთ-ით ადრე.
საკვების მიღებამდე აუცილებლად დალიეთ 1% -იანი კეფირი, ან დაასხით წიწიბურას.
დღიური ნორმა კეფირის მიღების არის 1 ლიტრი.
დიეტის პარალელურად მიიღეთ წყალი, დღეში 2 ლიტრი (შედის უშაქრო ჩაი, მინერალური წყალი).
ასევე, ნებადართულია ხილი და ბოსტნეული (კიტრი, სალათი, სტაფილო, ბოლოკი, პომიდორი, ბროკოლი) მცირე ულუფებით.
დიეტის ხანგრძლივობა: ერთი კვირიდან – 2 კვირამდე. შეგიძლიათ დაიცვათ თვეში ერთხელ.
წყარო: ბომონდი