Saturday, May 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა” – ნახეთ რას იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს მეგობრები

July 25, 2023
„კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა” – ნახეთ რას იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს მეგობრები

მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძე 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. რო­გორც სამ­სა­ხი­ო­ბო წრე­ებ­ში ამ­ბო­ბენ, ბოლო დროს ის გა­ურ­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქტს.

ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძის მე­გო­ბარი, მსა­ხი­ობი, ჯანო იზო­რი­ა:

„გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ – ეს არის ერ­თა­დერ­თი კინო-ნა­მუ­შე­ვა­რი ლე­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მეტი გაგ­რძე­ლე­ბა მის კა­რი­ე­რა­ში ამ კუ­თხით არც ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან მი­ჭირს ჩემს ლე­ვან­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი და მისი ასე­თი სა­ხით გახ­სე­ნე­ბა…

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ფილ­მი, რაც ვახ­სე­ნეთ, ისე­თი ნა­მუ­შე­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან აი­ტა­ცა, სა­დაც ლე­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად სა­უ­კე­თე­სო კი არა, სა­ოც­რე­ბა იყო.

მისი მე­გო­ბა­რი ვარ, ძმა­კა­ცი, ჯგუ­ფე­ლი, ერ­თად ჩა­ვი­რი­ცხეთ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. მახ­სოვს, მშობ­ლე­ბი ერ­თად რო­გორ გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ და იქი­დან მოვ­დი­ვართ.

გვქონ­და ის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ჯგუფ­ში რეზო ჩხე­ი­ძეს­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ლე­ვა­ნი ბრწყინ­ვა­ლე, კე­თილ­შო­ბი­ლი, პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მერე გა­რეგ­ნუ­ლა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ყო­ველ­მხრივ გა­მომ­ხატ­ვე­ლი. კარგ ოჯახ­ში და­ი­ბა­და – დედა – ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა, მამა – ბა­ტო­ნი დევი, ძმა… უსაყ­ვარ­ლე­სე­ბი არი­ან…

– ასე­თი უნა­რე­ბის მსა­ხი­ო­ბი, ცუ­დია, რომ არ­ცერთ თე­ატ­რში არ იყო. რა­ტომ იკა­ვებ­და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე თავს?

– რა­ღაც არ უნ­დო­და, რა­ღაც­ნა­ი­რად შე­იც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის სტი­ლი… არ ვი­ცით, ხვალ ვინ, რას, რო­გორ და რა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებთ… ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე აღ­მოჩ­ნდა, მას სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა არ შე­ეძ­ლო. რე­ა­ლო­ბას ზემგრძნო­ბი­ა­რედ აღიქ­ვამ­და… ამა­ვე დროს სა­ოც­რად ჯან­მრთე­ლი იყო, სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის, ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლიც. კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში­სას, ფილ­მის გა­და­ღე­ბამ­დე ტრავ­მა მი­ი­ღო, იდაყ­ვი მოხ­ვდა და ეგ ამ­ბა­ვი ცოტა გა­ურ­თულ­და…

რო­გორ მახ­სოვს ის წლე­ბი, როცა სახ­ლში მას­თან ვრჩე­ბო­დი და იყო მთე­ლი ამ­ბე­ბი… წუ­ხელ კი გა­და­ღე­ბი­დან მო­ვე­დი, რეზო ჩხე­ი­ძის ჯგუფს სა­ერ­თო ჩატი გვაქვს და ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი იქი­დან შე­ვი­ტყვე. ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ლე­ბი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით წერ­დნენ. ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ ლე­ვა­ნი აღარ არის…

არა­ვინ მი­წყენს, ჩემი მე­გობ­რე­ბი, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბიც, თუ ვი­ტყვი, რომ ლე­ვანს, რო­გორც მსა­ხი­ობს, დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და ქარ­თულ კი­ნო­ში…

მი­ზე­ზიც არ ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლად რით გარ­და­იც­ვა­ლა და ვარ შოკ­ში. ახლა ვარ სე­ნაკ­ში, თე­ატ­რში, რე­პე­ტი­ცია მაქვს, ვემ­ზა­დე­ბი პრე­მი­ე­რის­თვის და თან, ამ ამ­ბის გამო ვარ ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლი. რთუ­ლია სა­კუ­თარ ადა­მი­ან­ზე წარ­სულ­ში ილა­პა­რა­კო. ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა და ვარ­სკვლა­ვი იყო, ერთი რო­ლით იმ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თა.

ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

– სა­ოც­რად სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია, შო­კი­ვი­თაა ჩემ­თვის… უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, კე­თი­ლი და ამა­ვე დროს ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი… ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ასე მოხ­და – იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კას­ტინ­გი და მა­შინ ამო­ვარ­ჩიე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­ჭი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა და ჩვენს ფილმშიც ასე მოხ­ვდა. მერე კი იცით, რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბა ხვდა ამ ფილ­მს და თა­ვად ლე­ვანს…

– ე.ი. მა­შინ­ვე შე­ნიშ­ნეთ ის თვი­სე­ბე­ბი, რაც თქვენს პერ­სო­ნაჟს სჭირ­დე­ბო­და…

– რა­ღაც ეპი­ზო­დე­ბის ტეს­ტი კეთ­დე­ბო­და და ეს ტეს­ტე­ბი შე­ას­რუ­ლა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. ამი­ტომ გა­და­წყდა მისი აყ­ვა­ნა და მერე რაც გვინ­დო­და, ის გა­კეთ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ის­ტო­რი­ა­ში ამ ფილ­მით დარ­ჩე­ბა.

შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბა ცოტა უც­ნა­უ­რად წა­ვი­და. ბოლო 10 წე­ლია, მას­თან ფაქ­ტობ­რი­ვად კონ­ტაქ­ტი არ მქონ­და. კარ­ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და. თით­ქოს ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ურ­ბო­და…

– რა­ტომ? გულ­ნატ­კე­ნი იყო რა­მე­ზე?

– არა მგო­ნია, ვფიქ­რობ, უფრო დეპ­რე­სია იყო… არა­და, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი კაცი იყო, ერთი შე­ხედ­ვი­თაც ხვდე­ბო­და, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად თა­მა­შობ­და.

– ფილ­მის გა­და­ღე­ბამ­დე ტრავ­მა მი­ი­ღო კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში­სა­სო…

– ერთი-ორ­ჯერ თქვა, ამ ტრავ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თით­ქოს თავ­ზე, ყბის მხა­რე სტკი­ო­და, მაგ­რამ ეს იყო სულ ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ტკი­ვილ­მა გა­ი­ა­რა, ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­ვი­ღეთ. ასე­თი ტკი­ვი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ანს აწუ­ხებს ხოლ­მე. გა­და­ღე­ბა­ზე ამ კუ­თხით არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია. მშვე­ნივ­რად იყო და მთე­ლი შე­მარ­თე­ბით მუ­შა­ობ­და. გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ყო­ველ­თვის იყო…

– ერ­თა­დერ­თი რე­ჟი­სო­რი ხართ, ვინც მისი ეს ერ­თა­დერ­თი როლი შე­მო­ი­ნა­ხეთ ეკ­რან­ზე…

– ლე­ვან­მა ძა­ლი­ან დიდი ტა­ლან­ტი და­კარ­გა თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ბის გამო. ვწუხ­ვარ, რომ მან ეს ნიჭი მე­ტად არ გა­ნავ­რცო…

წყარო: AMBEBI.GE

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკრაინა: დავაკავეთ რუსეთის აგენტი, რომელიც 9 მაისს სამხედრო მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა
  • სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
  • ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, მოიხადეს ბოდიში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge