Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

30 წლის შემდეგ განახლებული ტკივილი: რას ჰყვება ქალი, რომელმაც აფხაზეთის ომში ოჯახის სამი წევრი დაკარგა

July 25, 2023
30 წლის შემდეგ განახლებული ტკივილი: რას ჰყვება ქალი, რომელმაც აფხაზეთის ომში ოჯახის სამი წევრი დაკარგა

წლე­ბია, წი­თე­ლი ჯვა­რი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და­ღუ­პუ­ლე­ბის საფ­ლა­ვებს ეძებს. 20 ივ­ლისს კი­დევ 13 ადა­მი­ა­ნი დაკ­რძა­ლეს, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თის ომის დროს და­ი­ღუპ­ნენ და ოჯა­ხებ­მა მათი ნეშ­ტე­ბი მხო­ლოდ 30 წლის შემ­დეგ და­იბ­რუ­ნეს. აფხა­ზე­თი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი­დან 4 სამ­ხედ­რო და 9 კი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რია, რო­მელ­თა პა­ნაშ­ვი­დი თბი­ლის­ში, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­ი­მარ­თა.

31 წლის შემ­დეგ ჩა­მოს­ვე­ნე­ბულ­თა შო­რი­საა ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი – ან­ზორ თო­დუა, გე­ნა­დი თო­დუა და ვახ­ტანგ ჩი­ჩუა, რო­მელ­თაც ომის დროს მშობ­ლი­უ­რი აჩა­და­რა არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, ისი­ნი ოკუ­პან­ტებ­მა სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში უმო­წყა­ლოდ დახ­ვრი­ტეს.

30 წლის შემდეგ განახლებული ტკივილი: რას ჰყვება ქალი, რომელმაც აფხაზეთის ომში ოჯახის სამი წევრი დაკარგა

AMBEBi.GE ნაზი კო­პა­ლი­ანს ესა­უბ­რა, რო­მელ­საც ერ­თდრო­უ­ლად სამი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცნო­ბა მი­უ­ვი­და – მე­უღ­ლის, მა­მამ­თი­ლის და მუ­ლის ქმრის. რეს­პო­დენ­ტი იმ ენი­თა­უ­წე­რელ ტრა­გე­დი­ა­ზე გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც მას და მის ოჯახს და­ა­ტყდა თავს.

“სო­ხუმ­თან ახ­ლოს, სო­ფელ აჩა­და­რა­ში ვცხოვ­რობ­დით. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სო­ხუ­მის სუბტ­რო­პი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რეთ, მე ქარ­ხა­ნა­ში – “სო­ხუმ ხელ­სა­წყო­ში“ კონ­სტრუქ­ტო­რად ვმუ­შა­ობ­დი, მე­უღ­ლე – გემ­შემ­კე­თე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში, ინ­ჟინ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. ფე­ხით დავ­დი­ო­დით სო­ხუმ­ში, ბავ­შვე­ბიც იქ დაგ­ვყავ­და სა­ბავ­შვო ბაღ­ში და ომამ­დე ასე გა­მოვ­ზარ­დეთ სამი შვი­ლი.

და­ი­წყო ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ომი, უფ­რო­სი გო­გო­ნა – ბაია მე-2 კლას­ში გა­და­დი­ო­და, ლე­ვა­ნი – 5 წლის იყო, სოფო კი 2-ის. მე და ბავ­შვე­ბი ჯერ ჩემი დედ-მა­მის სახ­ლში გა­და­ვე­დით, სო­ფელ გა­ნახ­ლე­ბა­ში (გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნი), ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სახ­ლი ლა­მის ფრონ­ტის ხაზი იყო, მუდ­მი­ვად ფრენ­დნენ თვითმფრი­ნა­ვე­ბი, ტან­კე­ბი მი­მო­დი­ოდ­ნენ და ვიდ­რე ძლი­ე­რი შე­ტა­კე­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და, მე­უღ­ლემ ოჯახს გაგ­ვა­რი­და. მა­მამ­თი­ლი და მე­უღ­ლე სახ­ლში დარ­ჩნენ, არ და­უ­ტო­ვი­ათ იქა­უ­რო­ბა. იმ დროს ჩემი მაზ­ლი – სოსო ესენ­ტუკ­ში იყო წა­სუ­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად, ომი და­ი­წყო თუ არა, წა­მო­ვი­და, ძლივს ჩა­მო­აღ­წია, გზე­ბი გა­და­კე­ტი­ლი იყო და მა­შინ­ვე ფრონტზე წა­ვი­და. ჩემს მე­უღ­ლეს პრობ­ლე­მა ჰქონ­და თვა­ლებ­ზე – ახ­ლომ­ხედ­ვე­ლი იყო და ომში არ წა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა თა­ვი­სე­ბუ­რად იბ­რძო­ლა – სახლ-კარს არ ტო­ვებ­და. როცა და­ბომბვე­ბი გახ­შირ­და, ბე­ბი­ას მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში გა­და­ვე­დით, შემ­დეგ – ფოთ­ში, შე­რი­გე­ბა როცა მოხ­და, უკან, შინ დავ­ბრუნ­დით და სო­ხუ­მი როცა აი­ღეს, მა­შინ გად­მოვფრინ­დი უკვე თბი­ლის­ში.

მე და ჩემი შვი­ლე­ბი თვითმფრი­ნა­ვით წა­მო­ვე­დით სო­ხუ­მი­დან. იმა­ვე რე­ის­ზე ყო­ფი­ლა ჩემი მაზ­ლი – სოსო, ფრონტზე მძი­მედ და­იჭ­რა ფეხ­ში. მე­უღ­ლემ მი­თხრა, მგო­ნი, სო­სოც მანდ უნდა იყოს და გა­ი­კი­თხეო. თვითმფრი­ნავ­ში ისე­თი ქა­ო­სი იყო, ბავ­შვებს მარ­ტო ვერ დავ­ტო­ვებ­დი, სოსო რომ მო­მე­ძებ­ნა. თბი­ლის­ში როცა ჩა­მოვფრინ­დით, სა­ში­ნე­ლი ქარი იყო და მეს­მის, ვი­ღაც მი­ძა­ხის, გა­ვი­ხე­დე და ავ­ტო­ბუ­სის კარ­ში ჩემი მაზ­ლი და­ვი­ნა­ხე, ტი­რო­და… მი­ვე­დი, გა­მამ­ხნე­ვა, აბა, შენ იცი, ბავ­შვებს მი­ხე­დე და მერე მოგ­ძებ­ნი­თო. გა­დარ­ჩა ჩემი მაზ­ლი, ვე­ტე­რან­თა ჰოს­პი­ტალ­ში უმ­კურ­ნა­ლეს და ჩვენ თვი­თონ მოვ­ნა­ხეთ, ძა­ლი­ან ცუდი ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და (ფეხ­ზე მხო­ლოდ ძვლე­ბი­ღა დარ­ჩე­ნო­და, ხორ­ცი გა­მოჭ­მუ­ლი ჰქონ­და). სა­ნამ სოსო მკურ­ნა­ლობ­და, ჩვენ ქო­ბუ­ლეთ­ში წა­ვე­დით ჩემს დას­თან, რო­მე­ლიც იქ ჩვენ­ზე ადრე ჩა­ვი­და. პან­სი­ო­ნატ „აის­ში“ დავ­ბი­ნავ­დით, სა­დაც 4 წელი ვი­ცხოვ­რეთ. იქ ყოფ­ნი­სას დიდი ტრა­გე­დია და­მა­ტყდა თავს, მე­სა­მე შვი­ლი – სო­ფი­კო და­მე­ღუ­პა, რო­მე­ლიც იმ წელს სკო­ლა­ში უნდა შე­სუ­ლი­ყო. მას მერე ვე­ღარ გავ­ძე­ლი ქო­ბუ­ლეთ­ში და თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით…

30 წლის შემდეგ განახლებული ტკივილი: რას ჰყვება ქალი, რომელმაც აფხაზეთის ომში ოჯახის სამი წევრი დაკარგა
ნაზი კო­პა­ლი­ა­ნი

 

“ორი­ვე და­უხვრე­ტი­ათ, ამის შემ­ხედ­ვა­რე მა­მამ­თილს გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო და იქვე ჩა­მო­იხ­რჩო თავი”…

სე­ნა­კის სად­გურ­ზე რა­ღაც ცენ­ტრი იყო და ადა­მი­ა­ნე­ბი იქ ეძებ­დნენ ერ­თმა­ნეთ. ჩემი მული და­დი­ო­და ხში­რად, მისი მე­უღ­ლის ოჯა­ხი სე­ნაკ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­და და იქ გა­ი­გო სი­მარ­თლე – რა დატ­რი­ალ­და ჩვენს ოჯახ­ში. მა­რი­ნამ შე­ი­ტყო, რომ სა­მი­ვე – ჩემი მე­უღ­ლე, მა­მამ­თი­ლი და მისი ქმა­რი ერ­თად და­ი­ღუპ­ნენ. ჯერ უთხრეს, სვა­ნე­თით, ჭუ­ბე­რით მო­დი­ოდ­ნენ კა­ცე­ბიო, მაგ­რამ ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა…

განაგრძეთ კითხვა 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
  • თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
  • ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო ძალები ამაღამ ირანის სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყამს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge