გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ივლისს დღის ბოლოდან 26 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერებაა ნავარაუდები.
„მოსალოდნელმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.