კასპში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფი რუსთავს” ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: inforustavi.ge