Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მტრის და მოყვრის გარჩევა უნდა შეგვეძლოს…” – რას წერს ბექა ყორშია

July 23, 2023
“მთელი ღამე არ მიძინია…  – რას წერს ბექა ყორშია

მტრის და მოყვრის გარჩევა უნდა შეგვეძლოს. ამის გარეშე სულ ვიქნებით იქ, სადაც ვართ, ანუ ჩეჩმაში – ამის შესახებ ჟურნალისტი ბექა ყორშია წერს.

“ქუჩაში მკითხა ამას წინათ ერთმა – რუსების შემოსვლაზე რატომ ღელავ ასე და მაგალითად, არაბებზე – არაო? ეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მკითხა, როგორც დავასკვენი. პასუხი იქვე გავეცი, მაგრამ აქაც დავწერ უფრო ვრცლად.
პირველი და უმარტივესი – რუსი ბოლო სამი საუკუნეა, გვიპყრობს, არაბი ოკუპანტები კი ბოლოს დავით აღმაშენებელმა გადევნა თბილისიდან 1122 წელს.
ის, რომ არაბები დღემდე დამპყრობლები არიან, არის საბჭოთა ისტორიოგრაფიის, ლიტერატურის, კინოს მიერ შექმნილი კონსტრუქტი, რომლის მიზანიც იყო ისრების ღრმა წარსულისკენ მიმართვა და ამ გზით რუსული და შემდგომ საბჭოთა ოკუპაციის შეფარვა. “მტრები არიან მუსლიმები, რუსები კი – ჩვენი ძმები”. რამდენი ფილმი გინახავთ საბჭოთა ოკუპაციაზე, ან ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობაზე ? არცერთი. ცუდი არაბი დამპყრობლები კი მაგ პერიოდის თითქმის ყველა ისტორიულ ფილმში ჩანან.
კი ბატონო, არაბები ნამდვილად იყვნენ დამყრობლები, მაგრამ ეს დასრულდა დავით აღმაშენებლის დროს, როცა მან თბილისი საბოლოოდ გაათავისუფლა ჯაფარიანთა დინასტიისგან.ახლა რაც შეეხება რუსებს. მიუხედავად დღემდე არსებული რუსული ოკუპაციისა, ისინი აქ არც ენობრივ, არც რელიგიურ და არც კულტურულ ბარიერს არ აწყდებიან. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერც ოკუპაციის პრობლემას იაზრებს და რაც არ უნდა მტკივნეულად და ამასთან – საშინლად ვულგარულად ჟღერდეს, რასობრივადაც მათთვის თეთრკანიანი და ცისფერთვალება რუსები ბევრად მისაღები არიან, ვიდრე ვთქვათ, არაბები, ინდოელები და ა.შ
ასევე სამწუხაროდ, საზოგადოების ეს პრორუსული და ამასთან – არაბების მიმართ რასისტულად განწყობილი ნაწილი ვერ იაზრებს, რომ თავად რუსული რასიზმის მსხვერპლია.რუსი ტურისტი, ან მიგრანტი მოვა თქვენს მარანში, დალევს ღვინოს, გავა და იტყვის: “ამ შავტრაკა ხალხს ღვინის დაყენება მართლა კარგად გამოსდის…”ამიტომ, მტრის და მოყვრის გარჩევა უნდა შეგვეძლოს. ამის გარეშე სულ ვიქნებით იქ, სადაც ვართ, ანუ ჩეჩმაში”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა უნდა გავაკეთოთ ივლისის 18-დან, აგვისტოს 15 რიცხვებამდე – ასტროლოგის გაფრთხილება
  • “ჯარიმა 5-ჯერ იზრდება” – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge