დღეს, კოვიდინფექციით გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ელენე ბახტაძეა. ის ცნობილი მომღერლის, ნინი შერმადინის დედაა. ამის შესახებ “პრაიმტაიმი” ოჯახის ახლობელს ესაუბრა.
ელენე კორონავირუსით გარდაიცვალა. მართალია, მას ქრონიკული დაავადება ჰქონდა, მაგრამ იმედს ვიტოვებდით, რომ ამ ვირუსს მოერეოდა და გადარჩებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, გათენებისას დაიღუპა.
ის თავად ექიმი იყო, თავს უვლიდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, მისი მეუღლის გარდაცვალებამ ძალიან მოტეხა, ჭარბი წონაც ჰქონდა და ამ ყველაფერმა მისი გარდაცვალება გამოიწვია…
ნათესაურ წრეში მას ფისოს ვეძახდით, ძალიან საყვარელი, სათნო ქალბატონი იყო და ის მართლა დიდი დანაკლისია თითოეულისთვის, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ოჯახისთვის.
ახლა, ნინი ამერიკაშია, როგორც იცით, იქ ცხოვრობს და ამ მძიმე წუთებში საქართველოში, თავის ძმებთან არ არის. იმედი მაქვს, მას დედის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ამერიკაში მცხოვრები ქართველები ცოტათი მაინც შეუმსუბუქებენ.” – ამბობს შერმადინების ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 ინფიცირებული გარდაიცვალა.