რუსი დამსვენებლები,რომლებიც ანაკლია-განმუხურში ისვენებენ, უკმაყოფილოები არიან, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ადგილების ნაკლებობას უჩივიან და ასევე დამოკიდებულებას, როემლიც მოსახლეობას მათ მიმართ აქვს.
“ახლოს არაფერი არ არის ზღვის გარდა, არც გასართობი ცენტრები, არც კაფე-ბარები და მაინც, ყველაფერი ცეცხლის ფასი ღირს… ჯერჯერობით ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი გრძელი ხიდის გარდა, რომელიც ალაგ-ალაგ ამოყრილია, საინტერესო ვერაფერი ვნახე…” – უკმაყოფილო ტონით ამბობს ხიდზე, ჩემ წინ ფეხების ფრატუნით მიმავალი ორი გოგონადან ერთ-ერთი…“, – ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი რეპორტაჟში, რომელიც ჟურნალში „გზა“ გამოქვეყნდა.
“რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში მოგვიხდა წასვლა. ფული უნდა გადაგვეხურდავებინა. ორმა უარი გვითხრა, რუსებს არ ვემსახურებითო. რა უფლება აქვთ?.. ჩვენ უბრალო მოქალაქეები ვართ, დასასვენებლად, ფულის დასახარჯად ჩამოვედით. თუ არასასურველი ვიზიტორები ვართ, მაშინ სახელმწიფომ გვითხრას უარი – ასე, ცალკეული ადამიანების პირადი განწყობის გათვალისწინება ძალიან ძნელია. თქვენ გამო ჩვენი ბიჭები უკრაინაში იხოცებიანო. ჩვენებიც იხოცებიან. არც ჩვენ გვინდა ომი, ამიტომ წამოვედით აქ, ომს გამოვექეცით. საქართველოშიც არიან ისეთი ადამიანები, ვინც უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს და პუტინის პოლიტიკის მომხრეა. თავად ვესაუბრე მათ, მაგრამ მე აპოლიტიკური ვარ და ვცდილობ, მშვიდად ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან ერთად…” – ამბობს კიდევ ერთი დამსვენებელი რეპორტაჟში.