Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყაბაყი – გემრიელი და სასარგებლო

July 21, 2023
ყაბაყი – გემრიელი და სასარგებლო

ყაბაყი ჯობს, უმად მიირთვათ, თერმული დამუშავების დროს ანუ მაღალ ტემპერატურაზე ბოსტნეული სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს კარგავს და მას აქვს თვისება, რომ შეწვისას დიდი ოდენობით ცხიმი შეიწოვოს.

უმად საჭმელად ქორფა ყაბაყი უნდა აირჩიოთ – მას თხელი კანი, ნაკლები თესლი აქვს და ამასთან, ძალიან წვნიანია.

ყაბაყის თესლიც არანაკლებ სასარგებლოა – მის შემადგენლობაში შედის ომეგა-3, რომელიც მთელი სხეულის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, განსაკუთრებით კი, თმისა და კანის ხარისხზე.

ყაბაყი დაბალკალორიული ბოსტნეულია. მისი ყოველი 1 კილოგრამი მხოლოდ 270 კილოკალორია ენერგიას შეიცავს. ამიტომ თუ თქვენი პატარა ჭარბ წონას ებრძვის, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შეიტანოთ მის საკვებ რაციონში.

ნაზი სტრუქტურის წყალობით, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, კარგად მოინელება, ადვილად აითვისება მოხარშულიც და შემწვარიც, ამიტომ ბავშვთა კვებისთვის იდეალური პროდუქტია.

ყაბაყის შემადგენლობაში 90% ბუნებრივად კრისტალიზებული წყალია.

აქვს შარდმდენი ეფექტი, რის გამოც განსაკუთრებით სასარგებლოა საშარდე გზების დაავადებების დროს.

ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც აუცილებელია უჯრედების ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვას, გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ცოტაა პროდუქტი, რომელიც ისეთი რაოდენობებით შეიცავს მიკროელემენტებს, როგორც ყაბაყი – ის მდიდარია ტიტანიუმით, მოლიბდენით, ლითიუმით, თუთიით.

კალციუმი და ფოსფორი, რაც დიდი რაოდენობითაა ამ პროდუქტში, ხელს უწყობს ბავშვის ძვლოვანი სისტემისა და კბილების განვითარებას.

საინტერესოა, რომ ყაბაყი დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს, ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ეს ვიტამინი იცავს უჯრედების გარსებს დაზიანებისგან, რაც მათ რადიაციისგან და სხვადასხვა ტოქსინისგან ემუქრებათ.

A და C ვიტამინები, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ყაბაყის შემადგენლობაში, აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის, მისი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის.

ყაბაყი ჰიპოალერგიული პროდუქტია და საუკეთესოა დამატებითი კვების დაწყებისას ბავშვებისთვის 5-6 თვიდან.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილისა და ყაბაყის პიურე

ინგრედიენტები:

1 ცალი ყაბაყი;

1 ცალი კარტოფილი;

1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი ან ადაპტირებული რძის ნარევი.

მომზადების წესი:

ბოსტნეული გაასუფთავეთ და მოხარშეთ ორთქლზე.

მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ ან კარგად დაჭყლიტეთ და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი ან ადაპტირებული რძის ნარევი.

ყაბაყის უკუჩვენებები ძალიან მცირეა და მათ შორის პირველია ინდივიდუალური აუტანლობა. თუმცა ასეთი რამ იშვიათია, რადგან ის ალერგიული პროდუქტი არ გახლავთ.

ზოგადად კი, ამ ბოსტნეულის უმად გამოყენებაზე სიფრთხილეა საჭირო:

* 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რათა ნაწლავებში აირები არ დაუგროვდეს;

* გოგრის სხვა სახეობების მიმართ ალერგიულობის დროს;

* მწვავე გასტრიტის დროს, რადგან პროდუქტს შეუძლია, გაზარდოს მჟავიანობა;

* თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, რადგან ყაბაყს შარდმდენი ეფექტი აქვს.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა
  • „ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?… ჯეი დი ვენ­სი ცდე­ბა…“ – რას წერდა რომის ახალარჩეული პაპი აშშ-ის ლიდერების შესახებ?
  • “აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ…” – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge