ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალური ქსელით, ენმ-სა და „სტრატეგია“ აღმაშენებლის თანამშრომლობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წევრის გია ცაგარეიშვილის კომენტარს გამოეხმაურა.
„გია ცაგარეიშვილი ვინმეს რომელიმე პარტიიდან გასვლასა ან უკან დაბრუნებაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, იქ მართლა აღარაფერი არსებობს. მაგ გია ცაგარეიშვილს მაინც ნუ ალაპარაკებთ, ბიჯო, ამ თემაზე, ყველა პარტიაზე დოინჯითაა გადამხტარი და ასევე დოინჯით გადმომტარი“, – წერს სანაია.
შეგახსენებთ ცაგარეიშვილის კომენტარს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: „ეყოთ ვაჟკაცობა და თქვან: ჩვენ სააკაშვილს ვეახლეთ, მისი ფეხის მტვერი ვართ და ამიტომ როგორმე სიაში ჩაგვწერე – ალბათ, სიაში 38-ე ან 62-ე ადგილს მიუგდებენ და ჩაწერენ… სავარაუდოდ, კეზერაშვილის გავლით იგივეს “ჩალიჩობს” ხაზინის ქურდი უგულავა და რუსული ბალეტის მოყვარული ელენე ხოშტარია, რომელიც სადმე კარგ პუანტებსაც შეიძენს და შემდეგ ჩაიკოვსკის ცნობილი ნაწარმოებიდან სოლოს შეასრულებს… არჩევნები ახლოვდება, ბევრ ადამიანს უნდა სადღაც თავი დაიმკვიდროს, მიმდინარეობს უშნო ფუს-ფუსი “ნაციონალურ მოძრაობაში“.