წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია, წალენჯიხაში არსებული “ლიბრედა” ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“წალენჯიხაში ბრენდ სუპერმარკეტებში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განცდა სამწუხაროდ არ აქვთ. მათი ქველმოქმედების შესახებაც არაფერი მსმენია. საღამოს 23:00 სთ.ის შემდეგ სულ ორი მარკეტი მუშაობს.
ლიბრეს ქსელია გვიანობამდე ღია და მას მივადექი. 5 წუთი ამაოდ ვცდილობდი მარკეტში შესვლას, რადგან მთელი წინა ფასადი მწერებით იყო დაფარული. შიგნით კი მთელი იატაკი და რაც მთავარია მომსახურე პერსონალის რეაქცია იყო ნული. იჯდა მოლარე მწერების ბუდეში, ხოლო გამყიდველი იატაკიდან დახლზე ალაგებდა პროდუქტებს, ოღონდაც მთელი იატაკი არის მწერებით მოფენილი როგორც ხალიჩა
მეტიც მოლარეს გაუკვირდა როდესაც ვკითხე ან როგორ მუშაობენ ან მომხმარებლის პატივისცემა სადაა. რა ვქნათო? – რა უნდა ქნას მოლარემ((( უნდა ქნას მეპატრონემ; გვერდით სუფთა სახლში უნდა იყიდოს ხსნარი პულვიზატორით, რომელიც გაწმინდავს ფასადს და იატაკს მწერებისაგან. რომელიც სრული ანტისანიტარიის განცდას ბადებს!
სისუფთავის მოთხოვნა უნდა გამკაცრდეს სუპერმარკეტებში.
ძალიან რბილად ვწერ.
პირველ ჯერზე.
სურათით კი მიხვდებით რაც ხდება”.