ბათუმში, ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თამარის დასახლებაში მოხდა. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ისმოდა აფეთქების ხმა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულები. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
წყარო: tv25.ge