Sunday, June 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„შენ შენი შვილის სადარაჯოზე დგახარ, მე კი ჩემი გარდაცვლილი დედის“ – ვის მიმართავს დომენიკ მანგო

July 19, 2023
“ღმერთო, ამას რას ვეღირსე, იმედის ტელევიზია მელიას იცავს” – რას წერს დომენიკ მანგო

აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში 7-8 მარტის დემონსტრაციების გამო დაპატიმრებული ლაზარე გრიაგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს მიმართავს.

„ბექა, გამარჯობა.

პირველ რიგში მინდა დაგიფიქსირო ჩემი სოლიდარობა შენსა და ლაზარეს მიმართ – მიმაჩნია, რომ სისტემასთან ბრძოლის პროცესში, თანამებრძოლებმა არ უნდა მიატოვოს ერთერთი მათგანი და არ უნდა აქციოს სისტემის მსხვერპლად. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჯერ ახალგაზრდებს არ გააჩნიათ რაციონალური მანიფესტაციის კულტურა და როგორც წესი, ემოციურ ერთ აფეთქებას მალევე წყვეტენ, ხოლო ამ ფეთქებაში მსხვერპლებს ტოვებენ.

რაც შეეხება იმ საქმის დროს, რასაც ახლა ვაკეთებ: შენ შენი შვილის სადარაჯოზე დგახარ, მე კი ჩემი გარდაცვლილი დედის, რომელიც 48 წლის ასაკში ჩამაკვდა ხელებში. სანამ ამ საქმეს დავიწყებდი, იქამდე წელიწადნახევრის განმავლობაში საფლავი ერთჯერადი შემოღობვით იყო შემოღობილი, როცა მე ყოველ დღეს, სოფლიდან-სოფელში, ქალაქიდან-ქალაქში, ქვეყნიდან-ქვეყანაში ვიყავი ხალხის სამსახურში. მესმის, რომ შენი გადმოსახედიდან ახლა მხოლოდ შენი ტკივილი ჩანს, მაგრამ ჩემი ტკივილის მიხედვით, სწორედაც რომ დროა იმისა, რასაც დედას პირობის შესასრულებლად ვაკეთებ.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ შენი, როგორც მამის ტკივილის მოზიარეობას. ასევე გამოვხატავ ჩემს აზრს ლაზარეს მიმართაც, ხაზგასმით, რომ ის არ უნდა იყოს ციხის კედლებში – ვინაიდან არ დასჯილა არცერთი პოლიციელი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით წიხლ-ქვეშ იგდებდა ადამიანებს ქუჩაში და ბავშვებს ასხამდა სახეში წყალს, რომელსაც ქიმიურ სპრეის ურევდა. კანონი თანაბარი უნდა იყოს და ისეთ ქვეყანაში, სადაც თვალწინ გვიქებენ პუტინს, ლაზარე ტყვე კი არა, გმირი უნდა იყოს. თავმოყვარე საზოგადოება რუსეთიზაციას არ იგუებდა და ყველაფერის ფასად შეწყვეტდა რუსეთიზაციის პროცესს, მაგრამ როგორც ჩანს, არ ვართ თავმოყვარე საზოგადოება – მათშორის არც იმ ახალგაზრდობაში, რომელიც ერთხელ აფეთქდა და მსხვერპლი შეატოვა სისტემას“, – წერს ის.

აღნიშნული მიმართვა მანგოს ერთ-ერთი პოსტზე ბექა გრიგორიადისის კომენტარს მოჰყვა.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე დააკავეს. მას სამართალდამცავთა მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გამიზნულად სროლასა და პოლიციის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებაში ედავებიან.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაზარეს მამის, ბექას, პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ვიზიარებ თქვენს ტკივილს…“ – რომის პაპი, ლეონ XIV, მიმართვას ავრცელებს
  • გერმანიამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად გამანადგურებლები გაუშვა
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge