34 წლის ასაკში გარდაიცვლილ მარიცა კვანტალიანზე ტელეკომპანიის თანამშრომელი და ოჯახის ახლობელი, კახა ჯანაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:
“მარიცას, ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემი ძმაკაცის გაზრდილი შვილია. დედისერთა, უნიჭიერესი გოგონა. პირველი არხის, სპორტული რედაქციის პროდუსერი იყო. ჯანმრთელობის დაზღვევაც ჰქონდა და უამრავი მეგობარი ჰყავდა, ჩვენი სახით.
ახლა, ვსვამ კითხვას: როგორ შეიძლებოდა, როდესაც 34 წლის, განათლებული გოგო, დადიოდა კვლევებზე, იკეთებდა ანალიზებს, სიმსივნე ვერ ეპოვნათ?! 34 წლის ახალგაზრდა გოგონა , დაიღუპა იმიტომ, რომ ზოგიერთი ექიმი, ექიმი კი არა, მკითხავია! ( რა თქმა უნდა, ყველა ექიმს არ მოვიაზრებ, ამაში) კვლევებზე, სადაც მარიცა დადიოდა, რა ექიმები ხართ, დროულად , როგორ ვერ დაადგინეთ, რომ ამ სიცოცხლით სავსე გოგოს მდგომარეობა, მე-4 სტადიის კიბომდე არ მისულიყო?! როგორ ვერ იპოვნეთ, ამდენი ხნის განმავლობაში?!! გეკითხებით, ახლა ვინ ხართ, თქვენ?! რა გინდათ საერთოდ, პაციენტებთან, საავადმყოფოებში! ყველაფერს შეიძლება გაექცეთ, ამ ცხოვრებაში, მაგრამ იქ , უფლისგან, ვერსად წახვალთ! თქვენ , ჩვეულებრივი მკვლელები ხართ!
თქვენ, მოკალით მარიცა, თქვენი უვიცობის და უცოდინრობის გამო!”