პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.
„ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება, მომავალში ცუდი ადამიანი იყოს. მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური, ასევე პროფესიონალური. ეს ბავშვების კრეატივს, მათი ნიჭის გამოვლენას და თვითგანვითარებას აზიანებს. საქართველო მართლაც ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა. როგორც ამბობდნენ, სწორედ ფიზიკური აღზრდა უნდა შემოვიდეს სკოლებში, ასევე, ვფიქრობ, – მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს. სკოლებში მუსიკა პროფესიონალურად უნდა ისწავლებოდეს“, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.