Tuesday, May 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ახალმთვარეობა თბილისის დროით 22:32 საათზე დადგება“ – ნახეთ რა არ უნდა გააკეთოთ ამ პერიოდში

July 17, 2023
“წარსულში დატოვებულმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი შეგახსენოთ” – საყურადღებო თარიღები ივლისის თვეში

რამაზ გიგაური ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს:

„მორიგი ახალმთვარეობა დღეს, 17 ივლისს, თბილისის დროით, 22:32 საათზე დადგება. ეს ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება და ბუნებრივია, წინ სწორედ კირჩხიბის ნიშნისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები წამოიწევს – რომანტიკულობა, ინტუიციურობა, მგრძნობიარობა, მზრუნველობა, გულისხმიერება, ყურადღებიანობა, სიფრთხილე, სიღრმისეულობა, დელიკატურობა, მდიდარი წარმოსახვის, ათვისებისა და წარმოსახვის განვითარებული უნარი.

ნეგატიური თვისებებიდან მოსალოდნელია გააქტიურდეს გულჩათხრობილობა, ბუტიაობა, ეჭვიანობა, მიჯაჭვულობა, მოკრძალებულობა, გადაჭარბებული მგრძნობიარობა, შიში და ხასიათის ხშირი ცვლა.

ეს თვისებები ბუნებრივია, ჯერ კიდევ 21 ივნისიდან იყო გააქტიურებული (როდესაც მზემ კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლა), თუმცა ეს ყველაფერი 17 ივლისიდან კიდევ უფრო აქტიურად გამოვლინდება.

ეს ახალმთვარეობა კირჩხიბის 25-ე გრადუსში იქნება. ეს გრადუსი ასტროლოგიაში ოკულტურ გრადუსად ითვლება, რომელიც გარკვეული ფორმების ცვლილებებზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ეს არის ნების, ინდივიდუალიზმის გაძლიერება, როდესაც ეს ძლიერი ნება სხვა ადამიანებზეც ახდენს გავლენას და მათ იმორჩილებს. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე (დავუშვათ რუსეთ-უკრაინის ომში, ბუნებრივია უკრაინის მხრიდან ახალი, გაბედული მოქმედებების სახით).

ეს გრადუსი „უძრავ ვარსკვლავს“ პროციონს უკავშირდება, რომელიც პატარა ქოფაკის თანავარსკვლავედში შედის. ასტროლოგიურად ეს არის მერკური-მარსის ენერგია – მენტალური, ვერბალური ენერგიის (ან აგრესიის) გამოვლენა. ამიტომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს დებატებისა თუ სხვა ტიპის დაპირისპირების ალბათობა.

17-18 ივლისის შუალედში არასასურველია:

* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება (სასურველია ეს უფრო 19 ივლისიდან მოხდეს).

* კონფლიქტები და საქმეების გარჩევა, მოსალოდნელია ამას მეტად რთული შედეგები მოჰყვეს.

* ახალი საქმეების დაწყება. სასურველია ამ პერიოდში დაიგეგმოს, თუმცა არა მაინცა და მაინც ამ დღეს მოხდეს ახალი საქმის დაწყება.

ახალმთვარეობა და საქართველო

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა პირველ და მე-7 სახლებს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, 17 ივლისიდან – 16 აგვისტომდე (მომდევნო ახალმთვარეობამდე) მოსალოდნელია შემდეგი მნიშვნელოვანი თემა გააქტიურდეს:

ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებისა და ხალხის მასის ფსიქოლოგიის, რეაქციის ურთიერთკავშირის წინ წამოწევა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდეს ტრადიციების კიდევ უფრო მეტად არასწორად წარმოჩენასა და ამ ყველაფრით მანიპულაციებისაც კი.

* * *
ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები

ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კირჩხიბის ზოდიაქოს 24-ე, 25-ე და 26-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება.

ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გააანალიზონ შექმნილი მდგომარეობა, საკუთარ ხასიათში, ცხოვრებაში და გარეგნობაშიც კი გარკვეული დეტალები შეცვალონ. ეს ახალი ინიციატივების გამოვლენის პერიოდი იქნება.

* ასევე მნიშვნელოვანი იქნება წყლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – მორიელებისთვის და თევზებისთვის. ეს პერიოდი მათ მოუტანთ ძველი, კრიზისული სიტუაციების თუ ურთიერთობების დასრულებას და გაუჩნდებათ საშუალება ძველი პრობლემები მოაგვარონ.

* კუროებისთვის და ქალწულებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალ „ხედვას“, ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. თუმცა ამ ადამიანებს მოუწევთ ბევრი ენერგიის და დროის ხარჯვა, რათა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შეძლონ.

* რაც შეეხება თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მათთვის აუცილებელი იქნება მეტი დადებითი ემოციის გამოვლენა. სასურველია მათ „შინ“ არსებულმა სიტუაციებმა თუ მოვლენებმა იმდენი ენერგია „არ მოითხოვონ“, რომ მიზნების მიღწევა გაუჭირდეთ.

* მცირედით დისჰარმონიული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპებისთვის, სასწორებისთვის და მერწყულებისთვის. ამ ადამიანებმა სასურველია ენერგია ადრე დაწყებული საქმეების დასტაბილურებისკენ ან დასრულებისკენ მიმართონ. გარკვეულწილად მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა, ამიტომ მათ ურთიერთობებში მოთმინება და წინდახედულება მართებთ.

* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. მათ უახლოეს ერთთვიან პერიოდში მოუწევთ ერთმანეთისგან გამიჯნონ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საკითხები (ასევე ურთიერთობებიც). მოუწევთ განსაზღვრონ პრიორიტეტები და სწორედ პირველხარისხოვან საკითხებს მიაქციონ ყურადღება. გარდა ამისა, ამ ადამიანებისთვის ამ პერიოდში გადამეტებულ და არაგონივრულ რისკზე წასვლა არასასურველია“, – წერს ასტროლოგი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ცოცხალი აღარაა, გასასკდომი გულიც აღარ მაქვს” – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
  • “რუსებისგან მემორანდუმის ან წინადადებების მიღების შემდეგ, შევძლებთ ჩვენი ხედვის შესაბამისად ჩამოყალიბებას”- ზელენსკი
  • თბილისში, რაზმაძის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის სახურავზე დაკვამლიანება იყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge