Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადვილად დაღლა, ჭრილობის რთულად შეხორცება, თეთრი ლაქები ფრჩხილებზე – რა პრობლემებზე მეტყველებენ ეს ნიშნები

July 17, 2023
ადვილად დაღლა, ჭრილობის რთულად შეხორცება, თეთრი ლაქები ფრჩხილებზე – რა პრობლემებზე მეტყველებენ ეს ნიშნები

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც საუბრობს, როგორ გამოვავლინოთ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი მხოლოდ ჩივილების და კლინიკური ნიშნების მიხედვით:

– ღამის საათებში ფეხების მიდამოში სპაზმი ბევრ ადამიანს აწუხებს. ის ყველაზე ხშირად შესაძლოა, მაგნიუმის, ნატრიუმისა და კალიუმის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. ამიტომ, თუ თქვენ ღამის საათებში ფეხების სპაზმი გაქვთ, ეს სამი ელემენტი უნდა შეამოწმოთ. გარდა ამისა, ღამის საათებში ფეხების სპაზმი ხშირად უშუალოდ იმ მედიკამენტებითაა გამოწვეული, რომლებიც ექიმმა დაგინიშნათ. მედიკამენტებს შორის შესაძლოა, იყოს შარდმდენები. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ანემიის სამკურნალოდ დანიშნული რკინის შემცველი მედიკამენტები, არასტეროიდები. თუ ქოლესტეროლი მაღალი გაქვთ და სტატინებს სვამთ, ისინი ასევე იწვევენ ხოლმე ფეხების მიდამოში სპაზმს, ან კიდევ თუ ოსტეოპოროზის მედიკამენტებს იღებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ფეხებში სპაზმი გაქვთ და გენასკვებათ, შესაძლოა, ჩამოთვლილი მიზეზების შედეგი იყოს.

კანზე თეთრი ფერის ლაქების გაჩენა შესაძლოა, ძალიან ხშირად სპილენძის ნაკლებობას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს კანის სიმშრალე აწუხებს, რომლებიც უხშირესად ცხვირის გარშემო სიწითლითა და აქერცვლით ხასიათდება – ეს ყველაფერი A ვიტამინის ნაკლებობით შეიძლება იყოს გამოწვეული. ქსეროდერმა, ანუ კანის სიმშრალე ასევე შესაძლოა, D ვიტამინისა და თუთიის ნაკლებობითაც იყოს გამოწვეული. თუ კანის სიმშრალე ხელის მიდამოში გაწუხებთ, მაშინ მისი ყველაზე ხშირი მიზეზი შესაძლოა, სარეცხი საშუალებები იყოს.

თუ ფეხების მიდამოში დაბუჟების, წვის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, მგრძნობელობის დაქვეითება გაწუხებთ, ეს ძალიან ხშირად B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობით შეიძლება იყოს გამოწვეული. აქ შედის: B1, B6, B9, B12.

თუ ფეხებზე სისხლჩაქცევები ძალიან მარტივად გიჩნდებათ, ეს ძალიან ხშირად C ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. ასევე, პრობლემის მიზეზი შესაძლოა, K ვიტამინის ნაკლებობაც იყოს.

თუ ფეხი, თითი გაიჭერით და ეს ჭრილობა რთულად გიხორცდებათ, როგორც წესი, ხშირად ეს C ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. C ვიტამინი კოლაგენის სინთეზისთვისაა აუცილებელი და ის ზოგიერთ ფერმენტს ააქტიურებს. როდესაც ორგანიზმში საკმარისი C ვიტამინი არ არის, ჭრილობაც ეფექტურად ვეღარ ხორცდება.

თუ ადვილად დაღლა გაწუხებთ, ეს ხშირად შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. ასევე, უხშირესი მიზეზი შესაძლოა, რკინის ნაკლებობა იყოს. თუ თქვენი ასაკი 50 წელზე მეტია, სკრინინგ ცენტრში აუცილებლად მიდით და მსხვილი ნაწლავის კვლევა ჩაიტარეთ. რკინის დეფიციტი ადვილად დაღლილობის წამყვანი მიზეზი შეიძლება იყოს.

წყარო: მშობლები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
  • თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
  • ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო ძალები ამაღამ ირანის სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყამს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge