ჟურნალსიტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:
“ნეტა რომელი მღვდელმთავრის თუ დეკანოზის საძინებელში მნახეს შეპარული კამერის დასაყენებლად?!
რომელ სასულიერო პირს ვუსმენ ტელეფონებზე ?!
სად მნახეს ქართული ფრესკების გადამთეთრებელ რუსებთან რელიგიურ და პოლიტიკურ დაქვემდებარებაში ?!
სად მოისმინეს პუტინის ქება ჩემგან ?!
ოდესმე მოგისმენიათ ჩემგან ოკუპანტის ხოტბა ?!
პუტინის ძმაკაცისა და საქართველოს დაუძინებელი მტრის – რუსეთის პატრიარქ კირილის წირვა-ლოცვას როდის დავსწრებივარ ?!
სადმე ვაქებდი გუბდიაევს, რომელიც საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულატურითაც კი არ მოიხსენიებს ?!
ილორის ტაძარს მე შევუცვალე იერსახე ?!
მე დავლოცე 2008 წელს საქართველოში ბომბების ჩამოყრა და უკრაინაში ბავშვების ხოცვა ?!
ოდესმე ადამიანის მკველობაში მიმიღია მონაწილეობა, როგორც მათ ლექსო ლაშქარავას სიკვდილში მიუძღვით წვლილი ?!
სად მნახეს სახლების ფასი მანქანებით მოსიარულე ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში ?!
მე მყავდა ბავშვები გამოკეტილი პანსიონში, სადაც არაადამიანურად ეპყრობოდნენ ?!
მე ვაქციე სარწმუნოება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესად ?!
სად მნახეთ ტელევიზიაში ჩემს თანამშრომლებს დარიშხანით ვწამლავდე ?!
რომელი ერთი ჩამოვთვალო…
და ესენი სხვას უწოდებენ ეკლესიის მტრებს და საკუთარ თავს კი – ქრისტიანებს.
რა ვიცი, ძმაო. მთავრობა ფარულ კამერას გიყენებდეს ოთახში, მერე შენს ვიდეოებს უყურებდეს და სხვას, რომელიც ამ საშინელი დანაშაულის შინაარსის გამჟღავნებისგან შენს გადარჩენას ცდილობდეს, იმას აძაგებდე, ეგ რანაირად ხდება ?! ესე იგი, ნამეტანი გლახადაა საქმე და რა ვიცი, თქვენი საქმისა თქვენ იცით.
უბრალოდ, ჩვენც ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ, რადგან არ დაგაქცევინებთ ამ ქვეყანას”.