Friday, May 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასარგებლო სასმელი ჯანსაღი სისხლის ფორმირებისთვის

July 14, 2023
სასარგებლო სასმელი ჯანსაღი სისხლის ფორმირებისთვის

ავოკადო ნამდვილსუპერ პროდუქტად არის აღიარებული, რადგან მდიდარია ანტიოქსიდანტებით, B (5, 6 და 9), C, E, K ვიტამინებით,
ასევე კალიუმით (უფრო მეტია ავოკადოში, ვიდრე ბანანში), ასევე მაგნიუმით, სპილენძით, რკინით, თუთიით. ამის გამო ავოკადოს სრულფასოვან საკვებს უწოდებენ!

მართალია, ის მაღალკალორიულია, მაგრამ ნაყოფი შედგება სასარგებლო მონოუჯერი ცხიმებისა და უჯრედისისგან, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საჭმლის მონელების პროცესზე. ოლეინის მჟავას შემცველობის გამო ავოკადო ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. ნაყოფი შეიცავს ცილის საკმარის რაოდენობას, შესაბამისად, თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს ხორცი და ყველი ყოველდღიურ რაციონში. ასევე, ავოკადო ხელს უწყობს კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუმჯობესებას, ზრდის სტრესისადმი გამძლეობას.

ხილის ეს სახეობა, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის გამო, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. სწორედ ამ მჟავების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ათეროსკლეროზის განვითარება. კალიუმი ხელს უწყობს გულის გამართულ ფუნქციობას, ნორმალიზებას უწევს ორგანიზმში წყალმარილოვან ცვლას. ნაყოფი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის, რადგან ამცირებს წნევას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ავოკადოს სარგებელი სისხლის მიმოქცევისა და ჰემოპოეზის (სისხლის წარმოქმნის) ნორმალიზებისთვის. სპილენძი, რომელიც ავოკადოს მინერალურ-ვიტამინური კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, ხელს უშლის ანემიის (სისხლნაკლებობის) განვითარებას. რკინა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰემოპოეტური ელემენტი, ხოლო B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში. სპილენძი და რკინა, ერთმანეთთან შეწყობით, შესანიშნავად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

სასარგებლო სასმლის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

1 მწიფე ავოკადო, კუბებად დაჭრილი:
2 საშუალო ზომის ვაშლი, კუბებად დაჭრილი;
1 ჭიქა ისპანახის ფოთოლი;
1 ჭიქა გაფილტრული წყალი;
1 ჭიქა ყინულის კუბურები;
2 ლიმონის წვენი;
ერთი მუჭა ახალი პიტნის ფოთოლი.
მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში, აურიეთ ერთგვაროვანი კრემისებრი მასის მიღებამდე. გადმოასხით ჭიქაში და დალიეთ.

სასურველია სასმელი მომზადებისთანავე დალიოთ. დღეში თითო ულუფა!

წყარო:მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდიდან მოიმატეს ტემპერატურა – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • საქართველოში ბრიტანეთის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • რატომ დააჯარიმეს რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge