Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჟოლოს სამკურნალო თვისებები

July 14, 2023
ჟოლოს სამკურნალო თვისებები

ჟოლოს ნაყოფი კლავს წყურვილს, აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს. ჟოლოს ჩართვა რაციონში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადების მკურნალობას, რადგან ახასიათებს ღებინების, ასევე, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ცოცხალი ნაყოფი, ასევე, გამოიყენება ალკოჰოლით თრობის დროს, როგორც „გამოსაფხიზლებელი“ საშუალება.

ჟოლოს აქვს სისხლის აღდგენის უნარი, გამოირჩევა ანტიტოქსიკური ეფექტით, აუმჯობესებს მადას. ვიტამინების წყალობით, ჟოლო მოქმედებს კანის ტონუსსა და ფერზე.

ჟოლო გამოიყენება გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, სახსრების ტკივილის, რადიკულიტისა და სხვა დაავადებების დროს. არის სიცხის დამწევი ეფექტური საშუალება.

ის დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძს, რაც ანტიდეპრესანტების უმრავლესობის შემადგენლობაშია. ამიტომ ის სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრებაში ხშირია ნერვული დაძაბულობა.

ჟოლოს ოფლმდენი ეფექტი კარგია მათთვის, ვინც ჰიპერტონიას ებრძვის: ოფლთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის მარილები, შედეგად მცირდება არტერიული წნევა.

ოფლმდენ ჟოლოს ჩაის ასე ამზადებენ: 5–6 სადილის კოვზ მშრალ კენკრას ასხამენ 3 ჭიქა მდუღარე წყალს. მაღალი წნევის დროს სვამენ ას გრამ ჟოლოს ჩაის, ხოლო გაციებისა და მაღალი სიცხის დროს სვამენ 2–3 ჭიქის ოდენობით ერთი საათის განმავლობაში. ამ დროს სჯობს, ავადმყოფი იწვეს და თბილად ეხუროს.

ჟოლო კარგი საშუალებაა სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, გულის რიტმის დარღვევების, თირკმელების ავადმყოფობის დროს.

ჟოლოს შემადგენლობაშია ფიტოსტერინები, რომლებიც აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას. ჟოლო აძლიერებს კაპილარებს, ხელს უწყობს შინაგანი სისხლდენის შეჩერებას. კენკრა ელასტიკურს ხდის სისხლძარღვებს, აძლიერებს მის კედლებს და აუმჯობესებს სისხლის გამტარობას.

ჟოლოს ფიტონციდები კი ებრძვის ოქროსფერ სტაფილოკოკს, სოკოს.

ჟოლოს ფოთლები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებს ნაწლავების, საშვილოსნოს კუნთებს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია ხანგრძლივი ფაღარათის, სისხლდენის დროს. გარეგანად ის გამოიყენება პირისა და ყელის სავლებად ანთებითი დაავადებების დროს და ლოსიონის სახით კი – კანის ანთებითი დაავადებების დროს. ფოთლების ნაყენი ამაღლებს იმუნიტეტს.

ჟოლოს იყენებენ წინამდებარე ჯირკვლის ზრდისას, მისი ზომის შემცირებისთვის, აღმოსავლურ მედიცინაში კი, როგორც სამკურნალო საშუალების ძირითად კომპონენტს უნაყოფობის დროს, ასევე, სქესობრივი უძლურებისას.

სხვა კენკროვანებისგან განსხვავებით, თერმული დამუშავებით ჟოლო არ კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს. ყველასთვის ცნობილია ჟოლოს მურაბის ეფექტი გაციებისა და მაღალი სიცხის დროს.

ჟოლოს ზეთს ჟოლოს თესლისგან იღებენ. ამისთვის თესლს აგროვებენ, აშრობენ და წნეხენ. ცივი დაწნეხით მიღებულ ზეთში სასარგებლო ნივთიერებები თითქმის თავდაპირველი ოდენობითაა, მაღალ ტემპერატურას კი ვერ უძლებს. ერთი ლიტრი ზეთის მისაღებად, დაახლოებით, 10 კილოგრამი თესლია საჭირო, ამიტომ ის ძალიან ძვირია.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge