ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თავის მოვლასა და საკუთარ ყოველდღიურობაზე ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობს და საზოგადოებას კვების იმ რაციონზე და ვარჯიშზე უყვება, რომელთა დახმარებითაც ახერხებს, ყოველთვის სასურველი წონა და სხეული შეინარჩუნოს.
„როდესაც ორ წლიანი შესვენების შემდეგ მივხვდი, რომ სპორტი უნდა დამეწყო, ვიფიქრე, რომ მინდოდა ჩოგბურთის თამაში. სინამდვილეში ჩოგბურთი ძალიან ძვირადღირებული სპორტია და ამიტომ ბევრს არ ვურჩევ ხოლმე, მაგრამ სამაგიეროდ ცურვაზეც დავდივარ, არ მანიჭებს ისეთ სიამოვნებას როგორსაც ჩოგბურთი მაგრამ სხეულისთვის ძალიან კარგია და ფორმებისთვისაც ძალიან კარგია. აერობიკაზეც დავდივარ და ვისაც ხერხემალი აწუხებს მათთვის იდეალურია. აუცილებლად, ყოველდილით ვვარჯიშობ 30 წუთით, ვაკეთებ ფეხის და სხეულის ვარჯიშებს, ფანტასტიკური შედეგი მაქვს. დილით ვსვამ უშაქრო ყავას, პურს, გლუტენის გარეშე, ყველს, ცოტახანში ბანანს და ისევ ყავას. 2 საათიანი ინტერვალით ვაშლს, მჭადს და ყველს, ბოსტნეულს… ვცდილობ ხორცი და ბოსტნეული შევაზავო, მაგალითად ძალიან კარგია ცეზარი, ოსპის სუპი და ა.შ. დღის განმავლობაში 5ჯერ მაინც ვჭამ და ძალიან ბევრ წყალს ვსვამ. ყველა ადამიანს ვურჩევდი მაკარონის და ბურღულეულის ამოღებას, მოერიდეთ ტკბილს და ეცადეთ ბევრი ივარჯიშოთ“, – აცხადებს ჟურნლისტი