Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზაფხულში 4 პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს – რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად?

July 13, 2023
საყურადღებო ასტროლოგიური მოვლენა – რა შეიცვლება ადამიანების ცხოვრებაში 18 აპრილიდან?

2023 წლის 20 ივლისიდან პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს:

პლანეტა ვენერა მიმართულებას წელიწად-ნახევარში ერთხელ იცვლის. ვენერა პასუხისმგებელია სილამაზეზე, სტილზე, გემოვნებასა და შემოქმედებითობაზე. ასევე, მას ,,სიყვარულის პლანეტას“ უწოდებენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირად ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომ, როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ცხოვრების აღნიშნული სფეროები ფერხდება და გარკვეული პრობლემები იქმნება.

რეტროგრადულმა ვენერამ შესაძლოა, ადამიანები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დააყენოს და აიძულოს, პირად ურთიერთობებს გადახედონ. ახლა საბოლოოდ მოგიწევთ, წარსულში დატოვებულ ადამიანებს დაემშვიდობოთ. შეაფასოთ ახლანდელი ურთიერთობებიც და განშორება გადაწყვიტოთ. ან კიდევ ცხოვრების ახალი ეტაპი დაგეგმოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პლანეტა ვენერა გაიძულებთ ფაქტებს სრული სიცხადით გაუსწოროთ თვალი და პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თუმცა, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, დაელოდოთ ამ ემოციური პერიოდის დასრულებას და მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასოთ.

სილამაზის, იმიჯის, გარეგნობის ცვლილებების თვალსაზრისითაც იმპულსურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. შესაძლოა, რეტროგრადული ვენერას დასრულების შემდეგ შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ და გადაწყვეტილება ინანოთ. იყავით ფრთხილად. როგორც აღინიშნა, გაგიჩნდებათ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი, თუმცა ჯობს, ყველა გადაწყვეტილების წინ კარგად დაფიქრდეთ. აღსანიშნავია, რომ ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას 2023 წლის 6 სექტემბრამდე გააგრძელებს.

პლანეტა ურანი 2023 წლის 29 აგვისტოდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს:

პლანეტა ურანი 2023 წლის 29 აგვისტოდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 2024 წლის 26 იანვარს დაასრულებს. პლანეტა ურანი ცვლილებებზეა პასუხისმგებელი და მოგიწევთ, საკუთარ შინაგან შიშებს, დაბრკოლებებს კარგად ჩაუღრმავდეთ და დაფიქრდეთ, რა გიშლით ხელს წარმატებაში. ეს პერიოდი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩენების დრო გახდეს და კარგი გაკვეთილიც მიიღოთ. ზუსტად განსაზღვროთ ის ცვლილებები, რომლებიც გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოიწვიოთ.

პლანეტა იუპიტერი 2023 წლის 31 აგვისტოდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს:

პლანეტა იუპიტერი 2023 წლის 31 აგვისტოდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 2024 წლის 4 იანვრამდე გააგრძელებს. იუპიტერი პასუხისმგებელია სულიერ და მატერიალურ სიმდიდრეზე, სტატუსსა და ავტორიტეტზე. ეს არის პლანეტა, რომელსაც შეუძლია, ჩვენი შესაძლებლობები გააფართოვოს და, როგორც წესი, მისი რეტროგრადული პერიოდი ახალი ფასეულობების და ცხოვრების შესახებ შეხედულებების დანერგვის დრო ხდება. ეს გავლენა განსაკუთრებით საზოგადოებაზე იგრძნობა და არა მაინცდამაინც ინდივიდზე. ჩვეულებრივ, ასეთ პერიოდებში ჩნდება და ინერგება ახალი იდეალები და ახალი წესები, რომლებსაც პროგრესისაკენ მივყავართ. თუმცა, ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და გარკვეული დანაზოგი გავაკეთოთ.

პლანეტა მერკური 2023 წლის 22 აგვისტოდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს:

პლანეტა მერკური 2023 წლის 22 აგვისტოდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 16 სექტემბრამდე გააგრძელებს. ასტროლოგიაში მერკური ტვინის ანატომიაზე, ადამიანის მეტყველებისა და აზროვნების თავისებურებებზეა პასუხისმგებელი. მერკური ასევე მოგზაურობასა და ვაჭრობას აკონტროლებს. მაშინ, როდესაც აღნიშნული პლანეტა ადამიანზე სათანადო გავლენას ვერ ახდენს, როგორც წესი, მას კომუნიკაცია ურთულდება, აზრების ჩამოყალიბება უჭირს და ვერც დიალოგში შედის მარტივად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაღესტანში, მთავარ გაზსადენზე სამი აფეთქება მოხდა
  • ქართველი ექიმი გარდაიცვალა
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge