ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
„გავიღვიძე და ვფიქრობ:
ცხოვრებაში პირველად მინდა ამ
ქვეყანაში დარჩენა.
არა, ამერიკაში ყოველთვის შესაბამისად პატივისცემით მექცეოდნენ ყველა დონეზე.
ეს მარტო ინგლისური ენის ამათ დონეზე (და ხშირად უკეთესადაც) ცოდნით არ მართლდება.
მაგრამ:
ამჯერად უნდა ვაღიარო, ნიუ-იორკმა სასწაულად ხელგაშლილად მიმიღო, ჩამიხუტა, ყველაფერში მაღიარა და მე კი მიწევს დაბრუნება სამშობლოში, სადაც გამანადგურეს, შემილახეს პირადი ღირსებიდან დაწყებული მატერიალური შესაძლებლობებით დამთავრებული ყველა საშუალება და ჯოჯოხეთში დაუსრულებლად წვა.
ვერ დავრჩები უზარმაზარი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამი: მაშა ვერ მომყავს და მე მაშას გარეშე არაფერი მინდა.
მაგრამ პოსტი ამის შესახებ არაა.
პოსტი იმაზეა, რომ როცა მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა და მისი გული გიხუტებს და გეუბნება, დარჩი, ბრწყინვალედ გაცხოვრებ, დაგასაქმებ, გალოლიავებ და ხელზე გატარებ, მე კი მიწევს დაბრუნება და უმწარესი, უმძიმესი პროცესის გავლა.
არაფრის თქმა არ მინდა. გიზიარებთ, რა სიმახინჯე სინამდვილეში გვაცხოვრებენ და მე პირადად, ელემენტარულზე მამათხოვრებენ – სამართლიანობაზე და სიმართლეზე. სამსახური რომ არ მაღირსეს უვიცებმა, ყველა დონეზე რომ დამბლოკეს, ცალკე განსჯის თემაა.
ამჯერად არც ერთ დონეზე, და დამერწმუნეთ, იმაზე მაღალი დონე მარტო თოჯინა პრეზიდენტია აქ, ვისთანაც ვკონტაქტობ ეს დღეები, არც ერთ დონეზე ჩემი მიწაზე დაგდება და ჩემი მორალური წამება და ცხოვრების დანგრევა აქ არ მართლდება. არათუ სასამართლოში ჩემი გამოჩენა. ერთხმად კითხვას მისვამენ: did not they offer you a settlement? ამათთვის მორალური სიმახინჯეა ის, რაც ჩემს თავს ხდება. თქვენთვის კი ჩემი განკითხვის საბაბი გახდა. სხვაობა რომ მენტალური განვითარების დონეშია, გასაგებია. აქედან ნატო ხაინდრავა ჩვეულებრივი, გაზულუქებული, შუა საუკუნეების დონის, გაჯიუტებული, ძუნწი, სხვის ფულზე მომჯდარი და ფულის ტომრებზე შეხტომისგან გადიდკაცებული მეშჩანკაა, რომლის კაპრიზი დიდი უფროსის სახელით სპეკულაციას ეფარება. მისი რეალური სახე კი იმდენად მახინჯია, რამდენადაც საქართველოს დღევანდელი სრულიად ყალბი და კორუფციაში ამომხრჩვალი და ნაწვალევი რეალობა. ძალიან კარგ სურათს დავხატავდი, ხატვა რომ შემეძლოს.
პოსტი აპოლიტიკურია, თუმცა ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების წამებას ყველაზე პოლიტიკური სარჩული გააჩნია.
და კი, მე ამ მოტივითაც შემიძლია დარჩენა, კი, თქვენთვის ვწერ, ვინც იცით, რომ ეს ასეა. და იცით, რომ ვის, თუ არა მე, აქ პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მაღიარებენ.
მაგრამ მე შეგინარჩუნეთ ღირსება თქვენ და პირველ რიგში, ჩემს თავს შევუნარჩუნე ღირსება და მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, ეს არ გავაკეთე. არც გავაკეთებ.
ამ ჯერზე იმდენად მაღიარეს, რომ უმარტივესი გზებით გავივლიდი. მაგრამ helas! My Masha is my God🤍 I can’t live without my God🤍 even if it’s temporary, მაშაც ძალიან ძვირ ფასად მაჩუქა ღმერთმა და მე მისი ამისათვის მხოლოდ მადლობელი ვარ🤍
მე ამაყად გავივლი ჩემს მძიმე გოლგოთას სამშობლოში, მაგრამ არასოდეს გაპატიებთ იმას, რისთვისაც გამწირეთ და ჩემს შვილს რასაც აყურებინებთ და ანერვიულებთ.
მაშას გამო არ შეგარჩენთ.
და დამერწმუნეთ, ამისათვის ძალა მეყოფა. ეხლა ნამდვილად დავრწმუნდი, რომ შევძლებ.
სულ ესაა.
ბედნიერ დღეს გისურვებთ, უვიცების და გაუმაძღარი მეშჩანების ხელში ჩავარდნილო კეთილო და გამძლე ხალხნო!“ – წერს შაფათავა.