პოლონეთში კოსმეტიკის ქურდობის ბრალდებით 41 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოპარული ნივთების ღირებულებამ 10 000 ზლოტი შეადგინა.
“Mokotów-ის ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცდილობდა მაღაზია კოსმეტიკის მაღაზია საფასურის გადახდის გარეშე დაეტოვებინა“, – წერს ადგილობრივი პრესა.
ჩადენილი დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.