ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი აცხადებს, რომ საკუთარი საცხოვრებლიდან გამქრალ დოკუმენტებზე საუბრობს.
როგორც ჟურნალისტი წერს, გაურკვეველ ვითარებაში მისი საცხოვრებელი სახლიდან დაიკარგა რამდენიმე დოკუმენტი აქედან ერთ-ერთი პროკურატურის მიერ გაცემული დაზარალებულის სტატუსის დამადასტურებელი საბუთია, დანარჩენი კი საერთაშორისო აკრედიტაციები.
“მოკლედ ასეთი რამ ხდება, ჩემი სახლიდან ცოტა ხნის წინ დაიკარგა რაღაც საბუთები მათ შორის არის თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება ჩემი დაზარალებულად ცნობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში წერია რომ სუსი უკანონოდ ყოველგვარი სასამართლოს სანქციის გარეშე მისმენდა მითვალთვალებდა და შიფრავდა ჩემს პირად მოკლეტექსურ შეტყობინებებს. ამ საქმეში დაზარალებულად პროკურატურამ მცნო.
ეს დოკუმენტი ვის რაში სჭირდებოდა წარმოდგენა არ მაქვს, ასევე წარმოდგენა არ მაქვს ვის რაში სჭირდება ჩემი თვალთვალი, სახლთან, აუზთან, კაფეში ან მეგობრების წრეში. გულის ამრევია უკვერაღაცეები და ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი!”, – წერს დაბრუნდაშვილი.