Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქუჩები გადათხარეს და სეზონზეც კი არ მოაწესრიგეს” – მოქალაქე გონიოდან მერიას მიმართავს

July 12, 2023
“ქუჩები გადათხარეს და სეზონზეც კი არ მოაწესრიგეს” – მოქალაქე გონიოდან მერიას მიმართავს

„დაგვპირდნენ, რომ ზღვის სეზონის დაწყებამდე მაინც მოაწესრიგებდნენ გზას, მაგრამ არავინ გამოჩნდა“, – ამბობს გონიოში მცხოვრები გიორგი ქოქოლაძე.

ამ მოქალაქის თქმით, „ბათუმის წყალმა“ წყლის ახალი სისტემის მოსაწყობად გონიოს დასახლებაში ქუჩები რამდენიმე თვის წინ გადათხარა, თხრილში მილები ჩააწყო და წყალიც ჩაირთო, თუმცა რამდენიმე ქუჩა მოუწესრიგებელი დატოვეს, მაგალითად, მატათა მოციქულის ქუჩა და სიმონ კანანელის პირველი შესახვევი, ასევე, ანდრია პირველწოდებულის შესახვევი.

"ქუჩები გადათხარეს და სეზონზეც კი არ მოაწესრიგეს" – მოქალაქე გონიოდან მერიას მიმართავს

გიორგი ქოქოლაძის თქმით, მიწით დაფარული თხრილი ზოგიერთ ქუჩაზე ისევ ასფალტის ახალი საფარით გადაფარეს, ნაწილი კი, დატოვეს. მოქალაქე გვიყვება, რომ განსაკუთრებით პრობლემაა ჩამოჭრილი ასფალტი, რომელიც დისკომფორტის გარდა, ფეხით ან ავტომანქანით გადაადგილების დროს საფრთხის შემცველია:

„მილს მიწაც მიაყარეს, მაგრამ ასფალტის საფარი დაზიანებული დატოვეს. ასფალტის კიდეები ზოგიერთ ადგილზე ისეთი ბასრია, ფეხი რომ ჩაგივარდეს, შეიძლება კოჭი წაგაცალოს.

ხშირია მანქანის საბურავების დაზიანების შემთხვევა. ადგილობრივები ვინც ვართ, კარგად ვიცით, როგორ ვიაროთ ავტომანქანით, მაგრამ უცხო ადამიანისთვის უცხოა ეს გარემო, თანაც ზოგჯერ ღამის განათება არ მუშაობს.

ზღვისპირას ვართ, ბევრი ტურისტი მოდის. ხშირია შემთხვევა, როცა აქ მოსული ტურისტები გზის გამო უკან მიდიან.

წყლის ახალი სისტემა მოეწყო და მადლობელი ვართ, მაგრამ სამუშაო ხომ უნდა მიიყვანო ბოლომდე?“ – კითხულობს გიორგი ქოქოლაძე.

„ბათუმელებს“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოში ამ დრომდე ვერ უთხრეს, რატომ დატოვეს გონიოში კონკრეტული ქუჩები ტურისტულ სეზონზე გადათხრილი?

 

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მაგარი ქართველი დავკარგეთ“ – გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • გაფართოება ახალი პირობებით – რა იცვლება ევროკავშირში და როგორ აისახება ეს გაწევრიანების პროცესზე
  • მზებუდობასთან დაკავშირებით მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge