ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გორგილაძისა და ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.
შედეგად, დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი კურიერია.
წყარო: tv25.ge