ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელემ მანქანა გაიტაცა – ინფორმაციას khobi press ავრცელებს.
შემთხვევა რკინიგზის გასასვლელთან მოხდა. ავტომობილის მძღოლი მსუბუქი დაზიანებით გადაყვანილია საავადმყოფოში.