ძლიერი და გადაუდებელი წვიმის გამო ბათუმში ადიდდა მდინარეები, რამაც არხებში ნატანის დაგროვება გამოიწვია.
ასევე, ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეც, დაზიანდა 5 ავტომობილი. პრობლემები შეექმნა ელექტრო გადამცემ ბოძებს. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ქალაქის მასშტაბით დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ნახეთ ფოტოები ადგილიდან: