Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

17 ივლისს კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარეა – ვისთვის იქნება ეს პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებო და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ

July 11, 2023
17 ივლისს კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარეა – ვისთვის იქნება ეს პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებო და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ

2023 წლის ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა ასტროლოგიურ მოვლენას შევხვდებით. თითოეული მათგანი ადამიანებზე, მათი ცხოვრების ხარისხსა და ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუმცა, ეს გავლენები ზოგ შემთხვევაში დადებითი და სასიკეთო იქნება, ზოგჯერ კი – შედარებით საფრთხილო.

17 ივლისს კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარე იქნება. როგორც ცნობილია, მთვარე ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. ახალი მთვარის დროს კი თითოეული ჩვენგანი მომატებულ ემოციურობას, ხასიათის ცვლილებას, უენერგიობას გრძნობს, რამაც შესაძლოა, გარკვეული სირთულეებისა და უთანხმოებების წინაშე დაგვაყენოს.

ვინაიდან ეს პერიოდი ემოციური და ორაზროვანია, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შედეგებით უკმაყოფილო დარჩეთ და ინანოთ. თუ შესაძლებელია, გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. შემდეგ დღეებში ამ ამოცანას თავს უკეთესად გაართმევთ. ახალი მთვარის დროს დასახეთ ახალი მიზნები და გეგმები, მაგრამ მათ განსახორციელებლად პირველი ნაბიჯები შემდეგ დღეებში გადადგით.

ახალი მთვარის გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანი იგრძნობს, თუმცა განსაკუთრებით ემოციური ეს პერიოდი თევზებისთვის, მერწყულისთვის, მორიელისა და კირჩხიბისთვის იქნება. ამიტომ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ დღე მშვიდად გაატაროთ, ნუ შეგეშინდებათ მომატებული ემოციების. მალე თავდაჯერებულობა და მოტივაცია ისევ დაგიბრუნდებათ და თქვენთვის სასიკეთო ცვლილებების გამოწვევას შეძლებთ.

გამოიყენეთ ეს პერიოდი დასვენებისთვის, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებთან ჩაღრმავებისთვის და სამომავლო გეგმების შედგენისთვის.

თუმცა, ასტროლოგების თქმით, როდესაც ახალი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია, ამან შესაძლოა, რეალობის ემოციურად აღქმა კიდევ უფრო გააძლიეროს. ადამიანებს აპათიის, სევდისა და ნოსტალგიის განცდა შეუქმნას და თავი ცუდად აგრძნობინოს.

ამ პერიოდში, სწორედ იმიტომ, რომ გაზრდილი ემოციურობა რეალობის აღქმას ართულებს, შესაძლოა, ფაქტები ობიექტურად ვერ შეაფასოთ, გაგირთულდეთ კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაცია შექმნათ. მაგალითად, შესაძლოა, სხვების მიერ ნათქვამი სიტყვები სხვანაირად გაიგოთ, განსხვავებული კონტექსტი მოუძებნოთ და ამის გამო კამათი წამოიწყოთ როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში.

ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს დღე მშვიდ გარემოში, ახლობელი ადამიანების წრეში გაატაროთ და საყვარელი აქტივობებით დაკავდეთ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, გაისეირნეთ და იცოდეთ, რომ ემოციური პერიოდი მალე გაივლის. შეიძლება, თავს უიმედოდ გრძნობდეთ და ფიქრობდეთ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევთ, მაგრამ შემდეგ დღეებში შემართება და მოტივაცია აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

წყარო:ბომონდი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
  • თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
  • ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო ძალები ამაღამ ირანის სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყამს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge