ქუთაისის აეროპორტის გზაზე რამდენიმე დღის წინ ავარია მოხდა. გეგუთის ტრაგედიამ მთელი საქარველო შეძრა. ვარიის შედეგად ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი გოგონა დაიღუპა, კიდევ ერთი გოგონა მირანდა ცეცხლაძე კი ავარიის შემდეგ რამდენიმე დღე საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმას ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
„რა ვთქვა, სიტყვები დამელია, თვალში ცრემლი დამიშრა. უშენობა როგორ გადავიტანო… ძლიერი მეგონე, როგორ დაგვტოვე და როგორ მიაბარე შენი სული ანგელოზებს, ჩემო თვალციმციმა გოგო. გული საბოლოოდ მომიკალი, დამადუმე. ყველას დიდი იმედი იყავი მირო, სად წახვედი… ნათელში იყოს შენი სული, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩემო უსაყვარლესო გოგო“ – წერს გოგონას მეგობარი.
ავარიის შედეგად ადგილზე 4 მამაკაცი – ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, ჯუბა კუხიანიძე, გიორგი მამისეიშვილი და ერთი გოგონა ეკატერინე სანიკიძე გარდაიცვალა, მირანდა კი რამდენიმე დღე საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა.