ბაქოში, იასამალის რაიონში 29 წლის ქალი შვილებთან ერთად მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტა. ინფორმაციას ამის შესახებ report.az ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი 4 წლისაა, ხოლო მეორე მასზე უმცროსი.
მომხდარის შემდეგ სამივე დაშავებული კლინიკაში გადაიყავნეს, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.