3 ივლისს ლეგენდარული მსახიობის, რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილი ლეანდრო დე ნირო როდრიგესი გარდაიცვალა.
გაირკვა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირება გახდა.
„ვიღაცამ მას ფენტანილიანი აბები მიყიდა. დარწმუნებული ვარ გამყიდველმა იცოდა რომ აბები ფენტანილით არის გაზავებული, მაგრამ არაფერი თქვა. ის ალბათ ახლაც ამ ნეხვს ყიდის, ჩემი შვილი კი სამუდამოდ წავიდა“, – განაცხადა დე ნირომ.