Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უფალი ამბობს, მოეშვით ჩემს დაცვას, მიხედეთ თქვენს ცოდვებს – დეკანოზი თამაზ ლომიძე

July 7, 2023
უფალი ამბობს, მოეშვით ჩემს დაცვას, მიხედეთ თქვენს ცოდვებს – დეკანოზი თამაზ ლომიძე

მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე 8 ივლისს პრაიდ-კვირეულის დასკვნით ფესტივალთან დაკავშირებით ჰომოფობიური ჯგუფების მიერ დაანონსებულ კონტაქციებს გამოეხმაურა.

„შავმაისურიანი რჯულის დამცველების გასაგონად: აი, ხვალ რომ დაინახავთ თუნდაც ცოდვილს, ურწმუნოს, ღვთისმგმობს და გაავებულნი აქეთ-იქით დაიწყებთ ყურებას აგურის მოსაძებნად, შესდექით და გაიხსენეთ რა უთხრა უფალმა გაავებულ პეტრეს, როცა მის დასაცავად მახვილამოღებული დაინახა. ეუბნება: მოაშორე ეგ მახვილი აქედან… ნუთუ გგონია, რომ შენი დახმარება ან დაცვა მჭირდება?! ნუთუ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო ჩემს ზეციურ მამას და ამწამსვე მომივლენს ანგელოზთა 12 მებრძოლ ლეგიონს დასახმარებლად?! ნუთუ გგონია, რომ ამ ჩემი მტრებისგან რამე დარჩება, მათი განადგურება რომ მსურდეს?! რომ მოვსპო ესენი, როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს? (მთ. 26, 52-54)

ე.ი. უფალი არ სპობს მათ, რადგან ასე უნდა მოხდეს. ისმის კითხვა: რა უნდა მოხდეს ასე? ისევ უფალი გვპასუხობს იოანეს გამოცხადებიდან: მოცემულია დრო შეწყალებისა და ვაცალოთ “უსამართლო კვლავ უსამართლობდეს ჯერ, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს ჯერ, მართალი კვლავ მართლობდეს ჯერ და წმიდა კვლავაც წმიდობდეს ჯერ. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს”. (გამოცხ. 22,11-12) ანუ მოეშვით ჩემს დაცვას, მიხედეთ თქვენს ცოდვებს და თქვენს სიწმინდეს, მოვალ მალე და მე მივაგებ მაშინ თითოეულს მისი საქმისამებრო, ამბობს უფალი.

გაიხადეთ ეგ შავი მაისურები, დაყარეთ აგურები, დაუშვით მუშტები, მოეშვით ღრიალს და ადამიანების დევნას ქრისტეს სახელით (მას ეს არ გაუკეთებია), დაკავდით წიგნებით, სპორტით, სიკეთით და სიყვარულით. თუ არა და როგორც თქვენ სდევნით სხვა ადამიანს, ისევე იქნებით დევნილნი ღმერთისგან, რადგან თავად ცოდვილებმა გაბედეთ მის მსჯავრში ჩარევა“, – წერს დეკანოზი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მეგობრებო, ჟურნალისტებო, კომენტატორებო, მოქალაქეებო…” – თამარ ჩერგოლეიშვილი მიმართვას ავრცელებს
  • “ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა” – ვისზე საუბრობს კახა კალაძე
  • პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს – საქართველოს პროკურატურა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge