“გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ გამოთქვამს მწუხარებას პროფესიული განათლების მასწავლებლის ციალა მარაულის გარცვალების გამო.
ქალბატონი ციალა 40 წლის განმავლობაში ემსახურებოდა პროფესიულ განათლებას, მას სამკერვალო წარმოების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვასა და სწავლების განხორციელებაში ფასდაუდებელი შრომა აქვს გაწეული.
ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, არა მხოლოდ კოლეჯის დირექციასა და ადმინისტრაციასთან, ასევე პროფესიულ სტუდენტებთან. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, სანიმუშო და სამაგალითო იყო მის მიერ შესრულებული ყველა დავალება. ქალბატონ ციალას პროფესიონალიზმი და თავდაუზოგავი შრომა მისი სტუდენტების პროფესიულ საქმიანობაში გაგრძელდება”
