Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინდოეთის ოკეანეში გიგანტური „გრავიტაციის ხვრელია“ – რა გახდა უცნაური ფენომენის წარმოქმნის მიზეზი?

July 6, 2023
ინდოეთის ოკეანეში გიგანტური „გრავიტაციის ხვრელია“ – რა გახდა უცნაური ფენომენის წარმოქმნის მიზეზი?

დედამიწაზე უამრავი საიდუმლოებაა, რაც შეიძლება არ ვიცოდეთ. ერთ-ერთი მათგანია უზარმაზარ „გრავიტაციული ხვრელი“ (IOGL), რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს.

„გრავიტაციული ხვრელი“ 1948 წელს, შრი-ლანკის სამხრეთით, ჰოლანდიელი გეოფიზიკოსის ფელიქს ანდრიეს ვენინგ მაინესის მიერ გემებზე დაფუძნებული გრავიტაციის კვლევის დროსაა აღმოჩენილი. ამ გრავიტაციულმა ხვრელმა გამოიწვია ათასობით მეცნიერის ინტერესი, მაგრამ ის მრავალი წლის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა.

ის მოიცავს ორ მილიონ კვადრატულ მილს და მდებარეობს დაახლოებით 600 მილის მანძილზე დედამიწის ქერქის ქვეშ. უზარმაზარ ანომალიას საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი გრავიტაცია აქვს.

დაბალი გრავიტაციის მიზეზი საიდუმლო რჩებოდა, თუმცა ახლახანს ორმა მკვლევარმა ამ ფენომენის ახსნა შეძლეს.

ინდოელი მეცნიერები დებანჯან პალა და ატრიე გოში უძღვებოდნენ კვლევას IOGL-ის შესასწავლად.

„ინდოეთის ოკეანის გეოიდის არსებობა დედამიწის მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრობლემაა. ეს არის ყველაზე დაბალი გეოიდი/გრავიტაციული ანომალია დედამიწაზე და ჯერჯერობით არ არსებობდა თეორია მის წარმოშობასთან დაკავშირებით“, – თქვა პროფესორმა ატრიე გოშმა.

მათ კვლევაში წერენ, რომ ფიქრობდნენ დაკარგული მასის მიზეზებზე, რაც იწვევს გრავიტაციის დაბალ დონეს. ამ გეოიდიმ ფორმირება დაიწყო 20 მილიონი წლის წინ და ის გაგრძელდება მანამ, სანამ მანტიის მასალა მიედინება.

გრავიტაციული ხვრელები ჩნდება, რადგან დედამიწის გრავიტაციული ველი არ არის ერთგვაროვანი, სიმკვრივისა და მასის განაწილების ცვალებადობის გამო. არის უბნები, რომლებიც უფრო მკვრივია, ვიდრე სხვები და სიმკვრივის ეს ცვალებადობა ქმნის განსხვავებებს გრავიტაციულ ატრაქციონებში, რაც ქმნის გეოიდებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მსუბუქი მასალების არსებობა მანტიის ზედა და შუა ნაწილებში იყო პასუხისმგებელი ამ რეგიონში დაბალი გრავიტაციისთვის, შესაბამისად ამან გამოიწვია IOGL-ის ფორმირება. მეცნიერები თვლიან, რომ მანტიის ეს სტრუქტურა ინდოეთის ოკეანის ქვეშ, სავარაუდოდ, წარმოიქმნა დიდი ხნის დაკარგული ტეტისის ოკეანის ზღვის ფსკერის ნარჩენებისგან.

 

ავტორი: ელენე ასაშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი
  • გოგა მანიას გაფრთხილება
  • დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 12000 ლარამდეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge