სოციალური ქსელის მომხმარებელი Ako Gab “ფეისბუკ” ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მაღაზიათა ქსელ “ორ ნაბიჯში” კიტრის მარინადი შეიძინა, რომელშიც მოგვიანებით მატლები იპოვნა.
“ქალაქის პრობლემებში შედის ჭიანი მჟავე კიტრი, ორ ნაბიჯში შეძენილი?” – წერს მომხმარებელი

აღნიშნულ პოსტს “ორი ნაბიჯი” გამოეხმაურა და შემდეგი კომენტარი დაწერა:
“Ako Gab ვწუხვართ ამ შემთხვევის გამო
მსგავს შემთხვევებს, რაც იშვიათია, დეტალურად ვიკვლევთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. გთხოვთ, მოგვწერეთ რომელ მაღაზიაში შეიძინეთ. მივიღებთ ყველა შესაძლო გონივრულ ზომას და ჩვენის ხარისხის მართვის დეპარტამენტი მოიკვლევს საკითხს.” – წერს “ორი ნაბიჯის” ოფიციალური “ფეისბუკ” გვერდი

