სოფელ ველისციხეში 31 წლის კაცმა, გიორგი ფარსადანიშვილმა თანასოფლელები ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა, მაშინ როდესაც ისინი პენსისს რიგში იდგნენ
გიორგი ფარსადანიშვილმა, 71 წლის მეზობლებს, გივი კობერიძესა და მერაბ ზალუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები იმ დროს მიაყენა, როცა პენსიის რიგში იდგა.
თანასოფლელების ვერსიით, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებულსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ, ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილი ამ დრომდე პოლიციის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
