საპატრიარქოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მომღერალს არავინ სჯის და ის მგალობელი მხოლოდ დროებით იყო.
“რატომ უნდა იყოს განაწყენებული თამრიკო, კარგია რომ გალობდა. მართალია ხანდახან აქ გალობდა, მაგრამ ის არ არის მგალობელი. ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი. თამრიკოს გარდა სხვასაც უგალობია აქ”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ თამრიკო ჭოხონელიძე 10 წლის განმავლობაში გალობდა საშობაოდ, დეკანოზი პასუხობს, რომ “არაუშავს, მერე რა”.
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებით, შობის ღამეს ტაძარში აღარ იგალობებს.