სოციალური ქსელის მომხმარებელი ქრისტი ინანეიშვილი ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოაავარიის შედეგად დაღუპულ ახლობელს ემოციური პოსტით ემშვიდობება.
„ვინც მიცნობს იცის რომ არ მიყვარსასეთი პოსტებით გამოსვლა და ვცდილობ ჩემი პირადი ტრაგედიაც კი არ გამოვიტანო ასე საჯაროდ,მაგრამ ეს არის შემთხვევა როცა გული ვეღარ იტევს სათქმელს. ული არა სული მტკივა უფალო.
-დაი როგორ ხარ?
-დაი ხომ არაფერი გჭირდება?
-დაი ხომ არავინ გაწუხებს?
და ეხლა ეხლა ვინ მეტყბის ამ სიტყვებს.
სული მეწვის ჩემო ყურადღებიანო ბიჭო. ყოველთვის რომ გახსოვდი, ყოველთვის რომ ცდილობდი ყველანაირად ჩემ გვერდით ყოფილიყავი.
მე დავკარგე ადამიანი რომელიც განსაკუთრებულად დამიდგა გვერდით მორალურად ჩემი პირადი ტრაგედიის დროს. მე დავკარგე ჩემი საუკეთესო მეგობარი,ძმა,ძმაკაცი და ეხლა ვზივარ და ვფიქრობ :
რაუბედური ვარ უფალო. რა საცოდავი ვარ უფალო , რომ ისიც არ შემიძლია უკანასკნელ გზაზე გავაცილო. ისიც კი არ შემიძლია ისე ვიტირო როგორც გულს ეტირება და ჩუმად უნდა შევიმშრალო ცრემლი რომ არავინ შემამჩნიოს.
მძულს
მეზიზღება
სამყარო სადაც ასეთი ახალგაზრდები ასე ტრაგიკულად იღუპებიან.
მძულს
სამყარო
სადაც დედას შვილი უკვდება.
ეს უსამართლობაა უფალო.
ეს არის უსამართლობა
უ ფ ა ლ ო
მეტკივხარ და მეწვიხარ ჯუბა“, – აღნიშნულია პოსტში.