საქართველოს რკინიგზა მეწყერში მოყოლილ მამაკაცთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს რომ 77 წლის პიროვნება მათი თანამშრომელი არ იყო.
“საქართველოს რკინიგზის განცხადება
მედიით გავრცელებული არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის საპასუხოდ განვმარტავთ, რომ სოფელ მარელისში, მამაკაცი, რომლის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არ არის საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი”
