საქართველოს რკინიგზა საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“ძვირფასო მგზავრებო!
სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია – მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
ხვალ, დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია, სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.
